ფრჩხილებისთვის შესანიშნავი დამხმარეა წითელი წიწაკა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ფრჩხილების მოვლაში დაგეხმარებათ.
თუ ალერგიული ხართ, ამ ნიღბის გამოყენებას მოერიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეამოწმეთ, რა რეაქციას გამოიწვევს ამგვარი პროცედურა - ნიღბისთვის მომზადებული ცოტაოდენი მასა მაჯაზე წაისვით და დაელოდეთ 20 წუთი. თუ კანი
ნიღბის წასმამდე უნდა მოიცილოთ ლაქი, ფრჩხილები და თითები სუფთა უნდა გქონდეთ. არ შეიძლება პროცედურის წინ მანიკიურის გაკეთება - ნუნების ამოჭრა. ეფექტის გასაძლიერებალად იცვამენ ბამბის ხელთათმანებს. ნიღბის გაჩერება ფრჩხილებზე 30 წუთზე მეტხანს არ შეიძლება.
ერთმანეთში შეურიეთ საბავშვო კრემი ან უბრალოდ, ხელის კრემი და ნახევარი ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ნაყენი ისეთი პროპორციით, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და წაისვით ფრჩხილებზე.
ერთ სადილის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ფხვნილი და ფუნჯით წაისვით ფრჩხილებზე.
ზეითუნის ზეთი კარგად ანეიტრალებს წიწაკის სიცხარეს. ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ან ნუშის ზეთს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი დაფხვნილი ხმელი წითელი წიწაკა.
ერთ სადილის კოვზ გვირილას დაასხით 100 გრამი მდუღარე წყალი, ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ნაყენი. ჩაყავით ფრჩხილები და 20 წუთით გააჩერეთ.
ერთ სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ხმელი წითელი წიწაკა, კარგად აურიეთ და წაისვით ფრჩხილებზე.
პროფილაქტიკისთვის ასეთი ნიღბის გაკეთება თვეში 2-3-ჯერაც საკმარისი იქნება. თუ ფრჩხილები უკვე დაზიანებული გაქვთ, გექერცლებათ და ადვილად გიტყდებათ, პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ.
სოფიო ბულაური