კოჭას სამშობლო სამხრეთი აზიაა, მაგრამ დღეს ის თითქმის ყველა კონტინენტზე მოჰყავთ.
ევროპაში კოჭა შუა საუკუნეებში შეიტანეს და მას ჭირის პროფილაქტიკისთვის იყენებდნენ.
როგორც კულინარიაში, ისე სამკურნალო მიზნით გამოიყენება მხოლოდ კოჭას ფესვი, რომელიც უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
რაში გვეხმარება კოჭა:
აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
კოჭა ბუნებრივი ანტიკოაგულატორია, აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისება, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა
ეხმარება რევმატული დაავადებების დროს
კოჭას ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასე რომ, მისი გამოყენება შინაგანადაც და გარეგანადაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სახსრების, ზურგისა და სხვა რევმატულ ტკივილებს.
აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას
კოჭას მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი, დიარეა, ასევე მინიმუმამდე დაჰყავს წყლულებისა და გასტრიტის განვითარების რისკი.
აყუჩებს კბილის ტკივილს
კბილის ტკივილისას დაღეჭეთ კოჭას პატარა ნაჭერი და ტკივილი ცოტა ხანში დაგიამდებათ.
აქრობს უსიამოვნო სუნს
საკმარისია დაღეჭოთ კოჭას პატარა ნაჭერი და პირის ღრუს უსიამოვნო სუნი გაქრება.
ზემოჩამოთვლილის გარდა კოჭას კიდევ ბევრი სასიკეთო თვისება აქვს, ზოგიერთ მათგანს
უბრალოდ აღვნიშნავთ: შეუცვლელია გრიპისა და გაციების დროს, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ბრონქული ასთმის, შაკიკისა და თავის ტკივილის სიმპტომებს. კარგი დამხმარეა გახდომის მსურველთათვის, არის ბრწყინვალე აფროდიზიაკი.
უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, კოჭას უკუჩვენებეიც აქვს. მას უნდა მოერიდოს ის, ვისაც წყლული, გასტრიტი, კოლიტი და კრონის დაავადებები აწუხებს.
კოჭას გამოყენებამ ორსულობის პერიოდში შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაყოფის ჰორმონალური ფონის ფორმირებაზე. საერთოდ, გულისრევის შეგრძნების შესამსუბუქებლად ორსულებს ხშირად ურჩევენ კოჭას მსუბუქ ჩაის, მაგრამ გინეკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.
დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, თუ სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს იღებთ. გაითვალისწინეთ ასევე, რომ კოჭამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, განსაკუთრებით გარეგანი გამოყენებისას.
სოფიო ბულაური