11 მარტი, 2016
ვერხვის ქერქი დიაბეტის სამკურნალოდ
ვერხვის ქერქი ეფექტურად უმკლავდება სისხლში შაქრის დაწევას.

შაქრის დონის დასარეგულირებლად აუცილებელია, ყოველდღიურად დალიოთ 100 მლ ახლად მომზადებული ვერხვის ქერქის ნახარში.

ნახარში შემდეგნაირად მზადდება:

1 სუფრის კოვზ გამომშრალ, კარგად დაქუცმაცებულ ვერხვის ქერქს დაასხით 200 მლ წყალი.
მიღებული მასა ადუღეთ 10 წუთს, მზა ნახარში გაფილტრეთ. მიიღება დღეში ერთხელ, საუზმემდე.

უებარია ასევე ქერქის ნაყენი:

ვერხვის ახალი ქერქი გაატარეთ ხორცის მანქანაში. მიღებულ მასას უნდა დაასხათ წყალი - 1:3-ზე. წამალი უნდა გააჩეროთ 10 საათს. მიიღეთ ყოველდღე - 150-200 მლ.

მკურნალობის
კურსი, როგორც ნახარშის, ისე ნაყენისა, გრძელდება 3 კვირას. აუცილებელია 10 დღიანი შესვენება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება.

შაქრიანი დიაბეტის დროს, არანაკლებ სასარგებლოა ვერხვის ბურახი.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1. 3 ლიტრიანი ქილა ნახევრად შეავსეთ ვერხვის ქერქით;

2. 1 ჭიქა შაქარი;

3. 1 ჩაის კოვზი არაჟანი.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააჩერეთ სითბოში 2 კვირას.

ეს სამკურნალო ბურახი უნდა მიიღოთ დღეში 2-3 ჭიქა.

მნიშვნელოვანია! ჭიქა ბურახის დალევის შემდეგ, 3 ლიტრიან ქილაში ჩაამატეთ 1 ჭიქა წყალი და 1 ჩაის კოვზი შაქარი.

1 პორცია ქერქი გათვლილია ორ - სამ თვიან სამკურნალო კურსზე.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონა
აქ ვერ ვნახე საიდან არის ეს სტატია, ექიმის კომენტარი საინტერესო იქნება, გმადლობთ.
14:52 / 14-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS