10 მარტი, 2016
რა შეუძლია აქტივირებულ ნახშირს - როგორ გამოვიყენოთ სილამაზისთვის
აქტივირებულ ნახშირს მედიცინის გარდა ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ის აქტიურად ებრძვის ბაქტერიებს და წმენდს კანს ისე, რომ არ აშრობს მას.

სხვათა შორის, ხის ნახშირს ათასწლეულების წინაც იყენებდნენ მედიცინაშიც და კოსმეტოლოგიაშიც. ძველი ეგვიპტელები ინფექციისგან თავის დასაცავად იარებზე ნახშირიან კომპრესებს იდებდნენ, წყლის გასაფილტრად კი ნახშირი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნეში მას შხამსაწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევდნენ.

ნაწლავების დეტოქსიკაციისა და გამწმენდი თვისებების გამო აქტივირებულ ნახშირს ხშირად იყენებენ გახდომის მსურველები. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მოგვარება უპირველესი აუცილებელი ნაბიჯია წონაში დაკლებისას.
თუმცა მისი ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. აქტივირებული ნახშირი მხოლოდ საწყის ეტაპზე უნდა გამიყენოთ, რომ ორგანიზმი დიეტისთვის შეამზადოთ.

სწორედ დეტოქსიკაციისა და გამწმენდი თვისებების გამო იყენებენ აქტივირებულ ნახშირს კოსმეტოლოგიაში. მის საფუძველზე დამზადებული ნღბები ღრმად აღწევს გაფართოებულ ფორებში და საუკეთესოდ ასუფთავებს კანს. ასეთი ნიღბები განსაკუთრებით ცხიმიან და ფართოფორებიან კანს უხდება. მათ მომზადებას თავადაც ადვილად შეძლებთ.
მაშ ასე, რა შეუძლია აქტივირებულ ნახშირს და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სილამაზისთვის:

კბილების გასათეთრებლად

ნახშირი აცილებს ნადებს კბილებზე: კბილის ჯაგრისს ჩვეულებრივად წაუსვით კბილის პასტა და ჩაყავით აქტივირებული ნაშირის ფხვნილში ( შეგიძლიათ შეიძინოთ კაფსულებში მოთავსებული უკვე დაფხვნილი ნახშირი, თუ არადა, ჩვეულებრივი აბები დაფხვენით) და ჩვეულებრივად გამოიხეხეთ კბილები. ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ ჩაიტარეთ, თორემ შეიძლება კბილის მინანქარს ცუდი სამსახური გაუწიოთ.

აქტივირებული ნახშირის ნიღაბი:

ნახშირის ნიღაბი თავისი მოქმედებით ძალიან ჰგავს თიხის ნიღბებს, მაგრამ კოსმეტოლოგიაში მიჩნეულია, რომ ნახშირი უფრო სუფთა ინგრედიენტია.

დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი.

1 ჩაის კოვზი ალოე ვერას წვენი.

1 ჩაის კოვზი წყალი ან ვარდის წყალი.

5 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

ერთი მწიკვი ზღვის მარილი.

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და თხელ ფენად წაისვით სახეზე. აცადეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება და შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

სკრაბი სახისთვის

ორ აბ აქტივირებულ ნახშირს დაასხით ერთი ჩაის კოვზი წყალი. გააჩერეთ რამდენიმე წუთით. აბები კარგად რომ გაიჟღინთება, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ალოე ვერას წვენი და ამდენივე თაფლი და შაქარი. შეეცადეთ არ გამოიყენოთ მარილი - ის აშრობს კანს.
ყველაფერი ერთმანეთში გულდასმით აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20- 30 წუთის შემდეგ კი, როცა კარგად გაშრება, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS