09 მარტი, 2016
5 უბრალო რჩევა - დაეხმარეთ გულს
სპეციალისტებმა შემოგვთავაზეს რჩევები, მათი გათვალისწინებით კარგ სამსახურს გაუწევთ საკუთარ გულს.

ინფარქტს ოპტიმიზმის ეშინია

ჰარვარდელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს მიოკარდის ინფარქტი უფრო იშვიათად ემართებათ. ეს უკავშირდება მათ მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

კოცნა ინფარქტის რისკს 73.8%-ით ამცირებს

ებრაელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საყვარელ ადამიანთან რაც შეიძლება მეტი დროს გატარება 73.8%-ით ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. მოფერება და კოცნა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის მავნე გავლენას და აწესრიგებს წნევას.

დღის განმავლობაში ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ

მჯდომარე
ცხოვრების წესი 53.7%-ით ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ამიტომაც ყოველდღე რაც შეიძლება ხშირად ადექით სამუშაო ადგილიდან და გაიარ-გამოიარეთ.

ამან შეიძლება გულის შეტევამდე მიგიყვანოთ

სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ რვასაათიანი ძილი ძალიან ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სტატისტიკის თანახმად, უფრო ჯანმრთელები არიან ის ადამიანები, რომლებსაც 7 ან 9 საათი სძინავთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მშვიდ ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ გულის დაავადებები. ისინი არ შედიან რისკის ჯგუფში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS