გაითვალისწინეთ:
ინგრედიენტების შეწოვას კანი ერთ საათს ანდომებს, ამიტომ ნიღაბი დაწოლამდე 2 საათით ადრე მაინც უნდა გაიკეთოთ.
პირველ შედეგს უკვე სამი დღის შემდეგ შეამჩნევთ.
რეცეპტი მარტივი და მართლაც ჯადოსნურია.
დაგჭირდებათ:
ნახევარი კვერცხის გული.
2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი ( შეიძლება ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ).
1 ჩაის კოვზი საკვები ზღვის მარილი.
2 ჩაის კოვზი გვირილის ნახარში (1 სადილის კოვზ გვირილას დაასხით 200
0.5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქში).
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში.
მიღებული მასა წაისვით მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობით. 30 წუთის შემდეგ ნიღბის ნარჩენები მოიშორეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
სოფიო ბულაური