ხაჭო
მიირთვით დღეში 3-5 სადილის კოვზი ხაჭო და თქვენ დაივიწყებთ, რა არის მაღალი წნევა. ხაჭო კალციუმის, კალიუმისა და მაგნიუმის წყაროა. სწორედ ეს ელემენტებია უკიდურესად საჭირო ჰიპერტონიკებისთვის. ერთ თვეში თქვენ უკვე იგრძნობთ სასურველ შედეგს.
გოგრის თესლი
დღეში სულ რაღაც 20 გრამი გოგრის თესლი ერთ თვეში დაგირეგულირებთ წნევას. გოგრის თესლში დიდი რაოდენობითაა თუთია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს და სასიკეთოდ მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე.
უძველ
ეს ძველი ხალხური მეთოდია, რომელიც დიდი ხნით დაგავიწყებთ ექიმის გამოწერილ რეცეპტს.
ერთმანეთში აურიეთ თაფლი და ჭარხლის წვენი პროპორციით 1:1 და მიირთვით ერთი სადილის კოვზი 4-5-ჯერ დღეში. უკეთესობას ორ კვირაში იგრძნობთ.
ხურმა
მიირთვით დღეში ორი ჭიქა ხურმის წვენი სამი კვირის განმავლობაში და წნევა აღარც გაგახსენდებათ.
მჭადის ფქვილი
ეს რეცეპტი რამდენადაც მარტივია, იმდენად ძლიერი ეფექტი აქვს. ჩაყარეთ ჭიქაში ორი სადილის კოვზი მჭადის ფქვილი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით უზმოზე დალიეთ ისე, რომ ნალექი არ აიმღვრეს. 10 დღის შემდეგ წნევა აღარ შეგაწუხებთ.
სოფიო ბულაური