სელის თესლი უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საკმარისია აღინიშნოს, რომ სელის თესლში საკმარისი რაოდენობითაა ცხიმმჟავები ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9, რომელთა სწორი ბალანსი აუცილებელია ადამიანის ყველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სელის თესლში შემავალი ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს სისხლის წნევისა და სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის
სელის თესლს იყენებენ შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რადგან ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას. ასევე ცნობილია როგორც პარაზიტების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალება. ასკარიდების გარდა, სელის თესლის ნახარში ყველა სახეობის ჭიას კლავს.
სელის თესლს აქტიურად იყენებენ, აგრეთვე, გასტრიტისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.
არ უნდა დაივიწყოთ, რომ სელის თესლს აუცილებლად დიდი რაოდენობით წყალი უნდა დააყოლოთ.
სელის თესლს გასახდომ საშუალებადაც იყენებენ. ის ააქტიურებს ნაწლავების მოქმედებას. ნაწლავების დროული გაწმენდა კი ბევრი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკური საშუალებაა.
სელის თესლის რეგულარული გამოყენება საკვებად, ამსუბუქებს ალერგიული დაავადებების სიმწვავეს, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს.
სელის თესლის ნახარშით მკურნალობენ ფურუნკულებს, დამწვრობას, პირის ღრუსა და ყელის ანთებას, მშრალ ხველას, ცისტიტს, ნეფრიტს, ასევე იყენებენ შარდის ბუშტიდან კენჭების გამოსადევნად.
როგორ გამოვიყენოთ სელის თესლი?
ყველაზე მარტივია მისი ჩვეულებრივ სხვადასხვა კერძში დამატება - საკმარისია დღეში 5 გრამი.
როგორ მოვამზადოთ სელის თესლის ნახარში?
ყველაზე ხშირად იყენებენ სელის თესლის ნახარშს ან ნაყენს. სელის თესლის ნახარშს სასიამოვნო გემო აქვს.
ერთ სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით ორი ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი და დააყენეთ (უმჯობესია თერმოსში) ერთი ღამის განმავლობაში. დალიეთ 100 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ერთ სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. დალიეთ ისე, როგორც წინა რეცეპტშია მითითებული.
არსებობს სხვა რეცეპტებიც, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევთ. ნებისმიერ შემთხვევაში რამდენიმე დღეში იგრძნობთ უკეთესობას.
სოფიო ბულაური