07 მარტი, 2016
ჩაის ხის ზეთი გაფართოებული ფორებისთვის
გაფართოებულ ფორებს სახეზე შეგიძლიათ ნატურალური ზეთებით ებრძოლოთ. ცხიმიანი კანის მოსავლელად სპეციალისტები ჩაის ხის ზეთს გვირჩევენ.

როგორც აღმოჩნდა, ჩაის ხის ზეთი ავიწროებს ფორებს, აქვს მადეზინფიცირებელი მოქმედება.

ცხიმიანი კანისთვის სასარგებლოა ლავანდის ზეთიც, ის ავიწროვებს ფორებს და ხელს უწყობს კანის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას.

შეგიძლიათ ეს მარტივი რეცეპტი გამოიყენოთ: ნატურალური ქსოვილის მსუბუქი პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში, ოდნავ გაწურეთ, დააწვეთეთ 2 წვეთი ზეთი და ორი წუთით სახეზე მიიდეთ. გაიკეთეთ ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე ძილის წინ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS