ფინიკში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს ნახშირწყლების ათვისებაში, სიხლში შაქრის დონისა და ცხიმმჟავების რეგულირებაში ეხმარება, არ შეიცავს ქოლესტერინს.
ფინიკი დაბალკალორიულია და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თავისუფლად შეგიძლიათ კანფეტები ფინიკით ჩაანაცვლოთ, განსაკუთრებით, თუ დიეტაზე ხართ ან უბრალოდ, წონის შენარჩუნებას ცდილობთ.
ამ ეგზოტიკურ ხილს ფართოდ იყენებენ სიმსივნური დაავადებების, ასევე, ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფინიკის ჩირი
ფინიკის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი - ის მატებს ძალასა და ენერგიას, ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, აძლიერებს პოტენციას, დადებითად მოქმედებს გულის, თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობაზე, კვებავს სისხლს, ებრძვის ინფექციებს. ფინიკი უნდა ჭამოთ ჰიპერტონიისა და ხველების დროს.
ფინიკი უხვად შეიცავს კალიუმს, ამიტომ ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს - ასტიმულირებს გულის მუშაობას და ამაგრებს სისხლძარღვებს. მას დადებითი შედეგი მოაქვს სახის ნერვის პარალიჩის დროსაც. ასევე, გადაღლილობისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში.
სოფიო ბულაური