1. ჰაერის გამწმენდი. ოთახში სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად ბევრი დიასახლისი იყენებს ჰაერის გამწმენდს. თუ სპრეის მკვეთრი სუნი აქვს ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე და შეიძლება ნაყოფიც დააზაინოს.
2. ძველი ბოტასები. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ სპორტული ბოტასები ყოველი 400 კილომეტრის გარბენის

3. კბილის ჯაგრისი. პირის ღრუს ნორმალური მოვლისთვის კბილის ჯაგრისი საკმარისად უხეში უნდა იყოს. ამიტომაც, რაც უფრო დიდხანს იყენებთ კბილის ჯაგრისს, მით უფრო ხშირად მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი - ასე რომ არ მოხდეს, შეეცადეთ სამ თვეში ერთხელ მაინც გამოცვალოთ.

4. გამოუსადეგარი ტანსაცმელი. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტანსაცმელი, რომელიც რამდენიმე წელია ხელუხლებლად დევს გარდერობში, ქალებში უმიზეზო შფოთიანობას იწვევს. გარდა ამისა, ასეთი ნივთები აფერხებს გარდერობის განახლებას - გგონიათ, რომ "მარაგი" გაქვთ და ახალი ნივთების შეძენას ერიდებით.

5. სანელებლები. ისევე როგორც გარდერობში ტანსაცმელი, სამზარეულოშიც თვეობით დგას სანელებლებით სავსე ქილები. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში სანელებელი კარგავს თავის არომატსა და სიცხარეს. ამიტომაც კერძებში მათი დამატებისას შესაძლოა სულაც ვერ მიიღოთ მოსალოდნელი შედეგი.

6. ტუში. თხევადი ტექსტურის ყველა კოსმეტიკური საშუალება გამოყენებისთანავე ბაქტერიებით იფარება. განსაკუთრებით მრავლად იბუდებენ წამწამებისა და ტუჩების საღებავ ფუნჯებზე. ამიტომაც კარგი იქნება, თუ 3 თვეში ერთხელ მაინც განაახლებთ მათ.

7. მზისგან დამცავი კრემი. როცა საქმე ულტრაიისფერი სხივებისგან თავდაცვას ეხება, შენახვის ვადას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ, ფილტრები იშლება და მთელი ფლაკონიც რომ წაისვათ, მზისგან თავს ვერ დაიცავთ.

სოფიო ბულაური