ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა: თუ ყურადღება არ მიაქციეთ კბილის მინანქარს და დროზე არ მოიშორეთ ნადები, შეიძლება განვითარდეს ანთებითი დაავადება პერიოდონტიტი. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ასე რომ, თავადაც შეძლებთ კბილებიდან ქვების მოშორებას.
დაგჭირდებათ:
40 გრამი კაკლის ნაჭუჭი.
1 ჭიქა წყალი.
მომზადების წესი: კაკლის ნაჭუჭი ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 20 წუთის
კბილის ჯაგრისი ჩადეთ კაკლის ნახარშში და 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ და ამ ჯაგრისით კბილები გულდასმით გაიწმინდეთ.
ეს პროცედურა შეგიძლიათ დღეში სამჯერ გაიმეოროთ - ვიდრე ქვები თანდათან არ გაქრება.
შედეგი ორი კვირის შემდეგ შესამჩნევი იქნება.
კაკლის ნაჭუჭს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ასევე, ხელს უწყობს მინანქრის ზედაპირიდან ნალექის მოცილებას. ეს პროცედურა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილებიდან სისხლდენა აწუხებს: ანთებითი პროცესი სწრაფად ცხრება.
სოფიო ბულაური