თეთრი ჩაი
თეთრ ჩაის ქორფა კვირტებისგან ამზადებენ - მსუბუქია, შეიცავს ნაკლებ კოფეინს და ბევრ ანტიოქსიდანტს, რომლებიც კვებავენ კანს და აქვთ ანთებსაწინააღმდეგო ქმედება.
თეთრი ჩაი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, ამიტომ მას ფართოდ იყენებენ ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი, მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების წყალობით, ეფექტურად ატენიანებს კანს და იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. აფერხებს აკნეს წარმოქმნას და ანელებს
მწვანე ჩაის ამჟამად მოდური სახეობა მატჩა ( ან მატია), რომელიც იაპონური წარმოების ფხვიერი ჩაია, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. ამასთან, ავიწროებს ფორებს და კანს მეტ სიპრიალეს სძენს.
შავი ჩაი
შავი ჩაი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. კანს სიმკვრივისა და ელასტიკურობის შენარჩუნებაში ეხმარება. მასში შემავალი ნივთიერებები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
წითელი ჩაი (როიბუში)
წითელი ჩაი არ შეიცავს კოფეინს, მაგრამ ყავასა და მწვანე ჩაიზე ნაკლები მატონიზებელი თვისება როდი აქვს. როიბუშს ხშირად იყენებენ ასაკის საწინააღმდეგო პროდუქტებსა და სახის გამწმენდ სხვადასხვა საშუალებებში.
კანზე როიბუშის სასიკეთო გავლენა მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ. საკმარისია სახეზე ცოტაოდენი წითელი ჩაის ნაყენი მიისხათ - ის ატენიანებს და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს მას.
სოფიო ბულაური