04 მარტი, 2016
რა უნდა დალიოთ უზმოზე - დაეხმარეთ ღვიძლს და გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობა
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ კვების რეჟიმს. ჯანმრთელი ღვიძლი მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმის საერთო ბრძოლისუნარიანობას და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ გსურთ ხელი შეუწყოთ საკუთარ ჯანმრთელობას და დიდი ხნით შეინარჩუნოთ სილამაზე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ისინი.

რა დავლიოთ უზმოზე

ეს რეცეპტები სუფთავებს ღვიძლს და აუმჯობესებს მის მუშაობას.

თბილი წყალი

მნიშვნელოვანია, რომ წყალი თბილი იყოს, ეს აადვილებს გაწმენდის პროცესს. ერთ ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ უზმოზე 4 დღის განმავლობაში. შეგიძლიათ ეს რეცეპტი ქვემოთ
მოცემულ რეცეპტებთან ერთადაც გამოიყენოთ.

ზეითუნის ზეთი

ერთ კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მიიღეთ უზმოზე. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, ასევე აძლიერებს ღვიძლს.

ვაშლის წვენი

ნატურალური ვაშლის წვენი შეიცავს ვაშლის მჟავას, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. ორი დღის განმავლობაში უზმოზე დალიეთ ორ-ორი ჭიქა ვაშლის წვენი და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS