საუზმე უნდა შეიცავდეს ცოტ-ცოტა ცილასა და ცხიმს, ასევე, ნახშირწყლებს და ბევრ უჯრედისს - საჭმლის მონელების სტიმულირებისთვის.
მაშ ასე, საუზმის საბაზო ნაწილი - რთული ნახშირწყლები სახამებლის (მცენარეული საკვებიდან) ან გლიკოგენის სახთ. ეს შეიძლება იყოს რძეში ან წყალში მოხარშული წიწიბურას ან შვრიის ფაფა, ფეტვის ბურღული, ნატურალური მიუსლი დანამატების გარეშე. კარგი
საუზმეზე მისართმევად სასარგებლოა ცხიმებიც, ოღონდ უმჯობესია, თუ ეს იქნება სხვადასხვა ზეთი ან ხარისხიანი ნაღების კარაქი. ასევე, აუცილებელია ბევრი ხილი და ბოსტნეული - შეგიძლიათ სალათებიც გაიკეთოთ.
თუ საუზმეს მიჩვეული არ ხართ, დასაწყისისთვის შეეცადეთ, რომ რაიმე ხილი და ნახევარი კვერცხი მაინც მიირთვათ, თანდათანობით კი საუზმობა წესად გაიხადეთ - ეს სასარგებლო ჩვევაა.
საუზმეზე სასარგებლოა ნატურალური ყავის ან შავი ჩაის დალევა, ისინი ხელს უწყობენ გახდომას. უარი თქვით ხსნად ყავაზე. ასევე, რეკომენდებული არ არის ყავასა და ჩაიში ნაღებისა და შაქრის დამატება.
სოფიო ბულაური