ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწიფული მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება რეგულარული იყოს. ამას თავის მეცნიერული მიზეზებიც აქვს. მოკლედ, ცნობილია,
როგორ ხდება ეს? სქესობრივი აქტის დროს მიმდინარეობს შიდა სეკრეციის ჯირკვლების სრული სტიმულირება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისათვის, ვინაიდან ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა - ესტროგენი, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას, რაც კოლაგენის ზრდას განაპირობებს, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს კანის სიგლუვესა და ელასტიურობას. ასე რომ, მამაკაცებო გახსოვდეთ, რომ სქესობრივი აქტის დროს თქვენი პარტნიორისთვის ბევრი სიკეთე მოგაქვთ ;)
ამ ყველაფერთან ერთად მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისას ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონების გამოყოფა, როგორიც არის ადრენალინი და კორტიზონი, რომელიც ტვინის სტიმულირებას უწყობს ხელს. ჰამბურგში მოღვაწე სექსოლოგი, პროფესორი ვერნერ ჰაბერმანი აღნიშნავს, რომ სექსი აუმჯობესებს უნარს, რომ ვიყოთ მეტად მობილიზებულები და რაც მთავარია, ის ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.
იხილეთ სრულად