29 თებერვალი, 2016
რატომ უნდა დავლიოთ ცივი თაფლიანი წყალი - ის, რაც აქამდე შესაძლოა, არ იცოდით
თაფლი ორგანიზმისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ცნობილია, რომ თაფლიანი წყალი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ის აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა ონკანის წყალში. მიიღებთ 30%-იან თაფლის ხსნარს, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლიან წყალს ორგანიზმი სწრაფად და მთლიანად ითვისებს.

თაფლიანი წყალი ამაღლებს იმუნიტეტს. შველის ქრონიკულ სურდოს, ბრონხიტს, ფილტვებიდან გამოდევნის გათხიერებულ ლორწოს.
ასუფთავებს ნაწლავებს, ახდენს მათ სანაციას. გაქვავებული ფეკალიები წელის არეში იყრის თავს, ამიტომ თაფლიანი წყლის სმის
საწიყის ეტაპზე შეიძლება წელის მოცულობა გაიზარდოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. საქმე ის არის, რომ თაფლიანი წყლისგან გაქვავებული ფეკალიები იჟღინთება, თანდათან რბილდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება. მთელი ორგანიზმი სუფთავდება უჯრედების დონეზე. მაღლდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. უმჯობესდება მსხვილნაწლავის მუშაობა.

სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ დილით უზმოზე, ერთბაშად, ერთი მოსმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭის სფინქტერი მაშინვე იხსნება და სითხე ნაწლავებში გადადის, საიდანაც სისხლში შეიწოვება.

თაფლიანი წყლით შეგიძლიათ სახეც გაიწმინდოთ. ის კვებავს კანს და უფრო ნაზსა და ხავერდოვანს ხდის. ეს ნატურალური კოსმეტიკაა: ერთდროულად ყველაზე ძველი და ყველაზე თანამედროვე.

შეგახსენებთ მარტივ მეთოდს, როგორ ამოიცნოთ ნატურალური თაფლი:

თაფლი წყალში გახსენით: ნატურალური პროდუქტი არ წარმოქმნის ნალექს და თუ 2-3 წვეთ იოდსაც დაამატებთ, თაფლიანი წყალი არ გალურჯდება.

მიიტანეთ თაფლთან ანთებული ასანთი. თუ თაფლი ნატურალური და ხარისხიანია, გადნება და მაშინვე არ აშიშინდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
მარი
მაინტერესებს თაფლიანი წყლის დალევა თუ შეიძლება დღის მანძილზე წყლის ნაცვლად და წნევაზე ხო არ მოქმედებს
18:17 / 18-06-2019
გამოხმაურება / 1 /
ლევანი
დალიეთ თაფლ ნარევი წყალი ლიმონთან და კოჭასთან ერთად,ეს არის საოცარი ნარევი.
10:00 / 28-10-2020
როსტომი
ერთი რამ მაინტერესებს და ალბათ ბევრს დააინტერესებს დიაბეტი თუ აქ ადამიანს მისთვის თუ შეიძლება თაფლიანი წყლის მიგბა თუ ვინმემ იცით და გამაგებინებთ მადლობელი დაგრჩებით მე თვითონ ვარ დიაბეტიკი
02:41 / 23-10-2017
გამოხმაურება / 2 /
ეკა
სხვა სტატიაში წავიკიტხე რომ დიაბეტიანებისტვის არ შეიძლებაო
09:57 / 08-12-2018
ლევანი
არ არის რეკომენდირებული
10:01 / 28-10-2020
დათო
ქალბატონ ლალის არ ვეთანხმები ქართულ ფუტკარსა და თაფლს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში
21:20 / 18-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მარის
შე დალოცვილო რა უცოხეტზე მელაპარაკები ჩვენ ხალხი დაგვაკმაყოფილოს ჯერრ, საქრიანი წყაალს რომ ყიდიან ტაფლის ნაცვლად და ტაფლი აქ 15 ლარი მინიმუმ ღღიირს, გგონია იქ რომ გაიუტან ამდენ ხარჯებ დამატებული რამე მოგება დაგრჩეება?! იქ კი 20 ლარი ღირს
16:46 / 18-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მეფუტკრე
მარის ვეთანხმები, თაფლს საქართველოში ნაკლებად აფასებენ, მგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ფალსიფიკაციაა. საქართველოში თაფლი რომ არ ყალბდებოდეს ჩვენ ბაზარს არ ეყოფა, ევროპაში გატანაზე ზედმეტია ლაპარაკი.
19:51 / 12-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნელი
ფუტკრის ყველა პროდუქტი სასარგებლოა. განა ეს ღვთის საჩუქარი არაა? თაფლი მუდმივად მაქვს სახლში, რათა, ტუ დამჭირდა, გარეთ ძებნა არ დამჭირდეს. ხალხო, წონის პრობლემიანებო! ვინც აპირებს "ზდოროველეიქსირის" შეძენას, არ გაბრიყვდეთ! პირველ ფლაკონზე არაფერი, მეორე ფლაკონიდან კი იწყება თავდავიწყება: გულისრევები, დიარეა და სასინელი სისუსტე! გამსაღებელი გეტყვით, ეს ნორმალურია წონის დასაკარგავად, მაგრამ თუ თქვენი ორგენიზმი რამედ გიღირთ, ნუ დაიჯერებთ სიცრუეს! სჯობს, შEამციროთ საკვების ულუფები თანდატანობით და ფეხით იაროთ დღეში 30 წუთი მაინც,-წონას სატბილურად და უსაფრთხოდ დაიკლებთ. თავბედი საწყევარი გამიხადა "აპიელექსირმა"-ვითომ დინდგელის და ვიტომ მცენარეულმა ემულსიამ.
13:40 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
Teo
Mama myavs mefutkre mari tu mimascavli vis unda da tu gadaixdis kargat ki batono
13:09 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მარის
გეთანხმებით რომ ნატურალური თაფლი ძალიან კარგია, მაგრამ ასე მარტივად დავაფასოთ უფრო მარტივი სათქმელია ვიდრე განსახორციელებელი, თაფლი რომ ევროპაში გავიდეს უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, ასევე შენახვის პირობები სჭირდება ყველგან არ ინახება, მაგალითად შუშის ტარა სჭირდება და არა ლითონის, თუ არ ვცდები და აშ. მოკლეთ კარგია გლეხის წარმოებული თაფლი მაგრამ ევროპაში გატანისთვის შეიძლება უვარგისი იყოს, იმიტომ რომ იქაური სტანდარტი განსხვავებულია, სამწუხაროდ და ამას ვერაფერს ვუზამთ
11:18 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ირმა
თაფლი ძალიან სასარგებლოა
09:47 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
უკაცრავად და
რატომ შეგყავთ სხვა შეცდომაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით? მე პირადად ევროპაში ვცხოვრობ და თაფლს იმ ოჯახისგან ვყიდულობ, რომელსაც საკუთარი სკები აქვს და საკმაოდ მაღალხარისხოვან თაფლს ამზადებენ. დავეთანხმები თქვენს აზრს ქართული თაფლის საზგვარგარეთ გატანის შესახებ, მაგრამ ისე დაწერეთ, რომ სხვას ჩრდილი არ მიაყენოთ, მაპატიეთ, მაგრამ არასწორი სიამაყე ჩვენს ხალხს უკვე თავში აქვს ავარდნილი
12:45 / 06-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS