26 თებერვალი, 2016
ეს პროდუქტები გახდომაში დაგეხმარებათ, მათი სია საკმაოდ დიდია
დიეტა შიმშილს არ ნიშნავს. დიეტაში სწორად კვება იგულისხმება. დიდი ჭკუა არ სჭირდება იმას, რომ ახალი და ჯანმრთელი პროდუქტი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ეგრეთ წოდებული ფასტ-ფუდი, განსაკუთრებით, თუ წონის დაკლებას აპირებთ.

თუმცა, თუ ზედმეტ წონას ებრძვით, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, რომელ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევთ.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს და ამავე დროს, ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს.

თუ გახდომას აპირებთ, მიირთვით:

1. კენკროვანები.

2. ვაშლი და მსხალი.

3. ტოფუ და სოია.

4. ყვავილოვანი კომბოსტო.

5. ავოკადო.

6. ფორთოხალი.

7. ბრიუსელის კომბოსტო.

8. ბროკოლი.

9. მწვანე ლობიო.

10. სტაფილო.

11. წიწაკა.

სიმსუქნეს კი ხელს უწყობს სიმინდი, ბარდა, კარტოფილი - სახამებლის შემცველი ბოსტნეული, რომლებშიც ნაკლები უჯრედისია და რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია, რაც ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით სისხლში შაქრის დონე მკვეთრად იმატებს, რაც, თავის მხრივ, სწრაფად კლავს შიმშილის გრძნობას, მაგრამ შემდეგ მადა მალევე იღვიძებს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS