25 თებერვალი, 2016
როგორ გავიდიდოთ ტუჩის კონტური ინიექციის გარეშე
მოდური მაკიაჟის ერთ-ერთი ბოლო ტენდენცია ტუჩის კონტურია. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, ინიექციის გარეშე, ვიზუალურად გაიდიდოთ ტუჩები.

1. წაისვით სახეზე ტონალური კრემი ან ღია კონსილიერი ისე, რომ მთლიანად დაიფაროთ ტუჩებიც.

შემოხაზეთ ტუჩების კონტური ფანქრით - საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ტუჩების ბუნებრივი კონტურის ხაზს იქით გადახვიდეთ.
879280848a73f4bcd73f1f28ca8fbb4c
ტუჩებზე გაივლეთ სამი ვერტიკალური ხაზი - ერთი ცენტრში, ორი გვერდებზე. ოღონდ ხაზები იდეალურად სწორი კი არ უნდა იყოს, ოდნავ უნდა იბურცებოდეს და იმეორებდეს ტუჩის ნაკეცებს.

ზემოდან გადაისვით პომადა: პომადის ფერი ფანქრის
ფერზე ოდნავ ღია უნდა იყოს, ოღონდ იმდენად, რომ თითქმის მთლიანად შეძლოს ფანქრის ხაზების დაფარვა. ხაზები არ უნდა ჩანდეს, მაგრამ საჭირო ეფექტისთვის სულ ოდნავ მაინც უნდა შეიმჩნეოდეს.
წაისვით პრიალა საცხი - "ბლესკი" - ის ტუჩებს ვიზუალურად უფრო დიდსა და ფუმფულას გამოაჩენს.

2. წაისვით სახესა და ტუჩებზე ტონალური კრემი ან კონსილიერი.
45cf918cf616ed477547a026213d9f9f
თეთრი ან ღია ვარდისფერი ფანქრით შეიღებეთ ტუჩების შუა ნაწილი.
ტუჩების კონტური შემოხაზეთ პომადის ან ტუჩების ბუნებრივი ფერის ფანქრით.
ტუჩების შუა ნაწილზე წასმული ფანქარი თითებით თანაბრად გადაინაწილეთ, ეს ვიზუალურად გაზრდის ტუჩების მოცულობას.
წაისვით ვარდისფერი პომადა ან "ბლესკი".

3. წაისვით ტუჩებზე ტონალური კრემი ან კონსილიერი.

შემოხაზეთ ტუჩების კონტური სასურველი ფერის ფანქრით - შეგიძლიათ ბუნებრივი კონტურის ხაზს გადახვიდეთ.
xVvDGEr1lTux
შემოხაზულ კონტურზე გადაისვით შერჩეულ ფერზე 1-2 ტონით უფრო მუქი ფერის ფანქარი, შემდეგ იმავე ფანქრით დაიხაზეთ ტუჩის კუთხეები და გაივლეთ ხაზები ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
წაისვით უფრო ღია ფერის პომადა და კარგად გადაინაწილეთ ტუჩებზე.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS