სანამ თქვენი სახისთვის მისაღებ რეცეპტს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ სახამებლის
ნიღაბი არ უნდა გამოიყენოთ, თუ:
სახეზე გაქვთ ღია, შეუხორცებელი იარა ან ნაკაწრი, ანთებითი პროცესი, ჰერპესი ან თქვენი კანი ვერ იტანს სახამებელს.
სახამებელი და ბანანი
საშუალო ზომის ბანანი გახეხეთ. ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის
გაიკეთეთ ნიღაბი ყოველდღე ხუთი დღის განმავლობაში. ეფექტი პირველი პროცედურის შემდეგ: გადატკეცილი და ჯანსაღი იერის კანი.
სახამებელი და ცილა
ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი კეფირი (ცხიმიანობა 2.5%), 1 კვერცხი, კარტოფილის სახამებელი - 2-3 ჩაის კოვზი.
მომზადების წესი: კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ, ცილა ოდნავ ათქვიფეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ კეფირი და სახამებელი, ჩაამატეთ კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე და 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.
მოქმედება: ამაღლებს კანის ელასტიკურობას, აქვს ლიფტინგის ეფექტი, ატენიანებს.
სახამებელი, თაფლი და რძე
ინგრედიენტები: სახამებელი - 1 ჩაის კოვზი, ასევე თითო კოვზი ნატურალური თაფლი, მარილი, რძე.
რძე ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ბამბის ტამპონით. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს სახეზე ცივი წყალი შეისხით.
ეს ნიღაბი იდეალურია მოდუნებული ცხიმიანი კანისთვის.
სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად
ინგრედიენტები: სახამებელი - 1 სადილის კოვზი, სტაფილო - 1 ცალი, არაჟანი - 1 სადილის კოვზი.
სტაფილო გახეხეთ და გამოწურეთ ისე, რომ 5 სადილის კოვზი წვენი მიიღოთ. სახამებელი 100 მილიგრამ ცივ წყალში გააზავეთ და მომინანქრებული ჭურჭლით ცეცხლზე შემოდგით. ჩაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ, ხარშეთ ვიდრე მასა არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაუმატეთ არაჟანი და სტაფილოს წვენი, კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეფექტი: ატენიანებს, კვებავს და ჭიმავს კანს, ამაღლებს მის ელასტიკურობას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
უხდება ყველა ტიპის კანს.
სოფიო ბულაური