23 თებერვალი, 2016
ნიღაბი, რომელიც ნაოჭებს შლის
ამ ნიღაბს საოცარი ეფექტი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაოჭებს შლის.

ნიღბის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ.

დაგჭირდებათ:

1 სადილის კოვზი ყავის საფქვავში დაფქული ან დაფხვნილი მწვანე ჩაი (შეგიძლიათ, პაკეტიდანაც გადმოყაროთ).

ნახევარი სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი.

მდუღარე (80°С) წყალი.

ერთმანეთში აურიეთ მწვანე ჩაი და კაკაოს ფხვნილი, დაამატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ სქელი, ოდნავ მშრალი ფაფისებური მასა მიიღოთ.

შეაგრილეთ იმდენად, რომ სახის კანი არ
დაგეწვათ და დაუმატეთ თაფლი, თუ ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ წყლით ან ზეთით გააზავოთ.

ნიღაბში შეგიძლიათ, ასევე, დაუმატოთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი, ლიმონის წვენი, ნატურალური იოგურტი, ნაღები, არაჟანი ან ნუშის ზეთი, Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი.

ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით სუფთა, ოდნავ ნოტიო კანზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ნიღაბი გაიკეთეთ ყოველი 3-4 დღის შემდეგ 6-8 კვირის განმავლობაში. 

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS