მოასწარი 60 წამში
დამატენიანებელი საშუალება დაბანისთანავე წაისვით. ზედაპირზე დარჩენილი წყლის თხელი ფენა დაბანიდან 60 წამის შემდეგ მთლიანად ორთქლდება და კანი გამოშრობას იწყებს.
ეპილაციის წინ არ დალიო
შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მრავალგზის შემოწმებული ფაქტია: თუ ეპილაციის წინ,
კბილს კბილზე ნუ დააჭერთ
გარდა იმისა, რომ კბილის კბილზე დაჭერით მინანქარს გაიფუჭებთ, პირის კუთხეებში ნაოჭების გაჩენასაც შეუწყობთ ხელს. სხვათა შორის, ამ მავნე ჩვევას სახის ოვალის გაფუჭებაც შეუძლია.
თუ ღამით კბილებს აკრაჭუნებთ, სილიკონის სპეციალური დამცავი ფირფიტები შეიძინეთ, დაახლოებით ისეთი, მოკრივეები რომ იკეთებენ, ოღონდ უფრო რბილი და ძილის წინ გაიკეთეთ - კბილების კრაჭუნს თანდათან გადაეჩვევით.
არაჟანი უკეთესია
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შემოწმებულია, რომ არაჟანი უკეთესია, ვიდრე ნამზეურისთვის განკუთვნილი კრემი. არაჟანი საკმარის ცხიმს შეიცავს იმისათვის, რომ დაარბილოს კანი, მასში შემავალი რძემჟავა პროდუქტები კი აგრილებს და ამშვიდებს კანს, არც ალერგიის საფრთხე გემუქრებათ. წაისვით არაჟანი ნამზეურზე და 20-30 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
უარი თქვით ბამბის ბურთულებზე
თუ ტონალური კრემის თითებით წასმა არ გიყვართ (არადა, ეს საუკეთესო მეთოდია), ფუნჯი გამოიყენეთ. ეს შენიშვნა ტონიკის შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ: სჯობს, რამდენიმე წვეთი ხელისგულებზე დაიწვეთოთ და სახეზე წაისვათ. საქმე ის არის, რომ ბამბა უფრო მეტს შეიწოვს, ვიდრე "გასცემს", ამიტომაც გამოდის, რომ კოსმეტიკურ საშუალებას ზედმეტად ხარჯავთ.
დაიბანეთ თმა სოდით
საგანგებო შემთხვევისთვის გაკეთებული ვარცხნილობის შემდეგ, თმის გელი, მუსი, ქაფი და ლაქი ბოლომდე კარგად რომ მოიცილოთ და თმას ცოცხალი ფერი დაუბრუნდეს, ჩვეულებრივ შამპუნში ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა ჩაამატეთ.
კბილები საუზმემდე გაიხეხეთ
კბილები საუზმემდე უნდა გაიხეხოთ, რომ ღამის განმავლობაში დაგროვილი ნადებისა და ბაქტერიების ჩაყლაპვა არ მოგიხდეთ.
იმ პაციენტების კანი, რომლებიც კბილებს საუზმემდე იხეხავენ, უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მათი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებს.
წყალი - მხოლოდ ოთახის ტემპერატურის
პირის დასაბანად, შხაპის მისაღებად და დასალევადაც ოდნავ თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ. მართალია, ასეთი წყლით დაბანა თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ კანს ძალიან მოუხდება.
შეიძინეთ ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი საუკეთესო კრემია ტანისთვის, იდეალური ნიღაბია სახისთვის და სუპერსაშუალებაა თმისთვის.
ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს SPF ფაქტორით თუ თქვენი დღის კრემი შეიცავს SPF-ს, მზისგან დამცავი ტონალური კრემი არაფერში დაგჭირდებათ - ეს ზედმეტი დატვირთვა იქნება კანისთვის. იდეალური ვარიანტია ВВ- ან СС-კრემი: ასეთი კრემები ერთდროულად უვლიან, ატენიანებენ და იცავენ კანს.
მოიწყვეთ განტვირთვის დღე
იგულისხმება განტვირთვის დღე სახისთვის. შეეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც ერთი დღე არ გაიკეთოთ მაკიაჟი. შეგიძლიათ, მხოლოდ დამატენიანებელი, მკვებავი და დამცავი საშუალებები გამოიყენოთ.
სოფიო ბულაური