კიტრის სასარგებლო თვისებები კარგა ხანია ცნობილია, არც ის არის სიახლე, რომ მას აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიასი, უბრალოდ გაგაცნობთ მარტივ რეცეპტს, რომელის დახმარებითაც უმტკივნეულოდ მოიშორებთ მაკიაჟს და თავიდან აიცილებთ ქიმიური კოსმეტიკური ნივთიერებით გამოწვეულ შესაძლო გართულებებს.
კიტრი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ შუშის ბოთლში და დაასხით ცივი წყალი. პირველი შვიდი დღე გააჩერეთ მზეზე, შემდეგი შვიდი დღე კი ბნელ ადგილას. მიღებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში ან მუქი შუშის ბოთლში.
ამ ნაყენით შეგიძლიათ სახეც გაიწმინდოთ და მაკიაჟიც მოიშოროთ.
კიტრის მათეთრებელი ნიღაბი
კიტრი გახეხეთ,
დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული მასა გადაიტანეთ მარლაზე, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
სოფიო ბულაური