პირველ რიგში, ყოველი ჭამის შემდეგ კბილები უნდა გაიწმინდოთ ფტორის შემცველი პასტით. ეს აუცილებელი პირობაა. ასევე რეკომენდებულია კვირაში ერთხელ კბილები სპეციალური მათეთრებელი პასტით გაიწმინდოთ.
კარგად გვესმის, რომ ამის კეთება ყოვედღიურად გაგიჭირდებათ და მაშინ სულ სხვა საშუალებები გამოგადგებათ:
1. სოდას დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი - 3 -1-ზე.
მიღებული ნარევი კბილების ზედაპირზე გადაინაწილეთ. გახსოვდეთ! ამ მეთოდის
2. კბილის ფხვნილს დაუმატეთ სოდა.
დაგჭირდებათ სულ ცოტაოდენი სოდა - ნახევარი ჩაის კოვზი. პიპეტის საშუალებით დააწვეთეთ წყალბადის ზეჟანგი და ლიმონის წვენი სურვილისამებრ. წაისვით კბილებზე ისე, რომ არ შეეხოთ ღრძილებს.
პროცედურა თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ ჩაიტარეთ. უნდა შეგახსენოთ, რომ წყალბადის ზეჟანგს კბილის ემალის გათხელება შეუძლია.
გახსოვდეთ, რომ კბილებზე ნადები ყველა ადამიანს უჩნდება და ამას ვერ გაექცევით, მაშინაც კი თუ კბილებს ყოველდღიურად იხეხავთ. სტომატოლოგთან სტუმრობა არასდროს გავნებთ.
პენი ლეინი