18 თებერვალი, 2016
როგორ მოიშოროთ კბილების ნადები, სტომატოლოგზე უკეთ
კბილების წმენდა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, მაგრამ რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოიღოთ ისეთი სასმელები, როგორებიცაა ყავა, შავი ჩაი და ნიკოტონი. სწორედ ისინი აძლევს კბილს ყვითელ შეფერილობას.

პირველ რიგში, ყოველი ჭამის შემდეგ კბილები უნდა გაიწმინდოთ ფტორის შემცველი პასტით. ეს აუცილებელი პირობაა. ასევე რეკომენდებულია კვირაში ერთხელ კბილები სპეციალური მათეთრებელი პასტით გაიწმინდოთ.

კარგად გვესმის, რომ ამის კეთება ყოვედღიურად გაგიჭირდებათ და მაშინ სულ სხვა საშუალებები გამოგადგებათ:

1. სოდას დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი - 3 -1-ზე.

მიღებული ნარევი კბილების ზედაპირზე გადაინაწილეთ. გახსოვდეთ! ამ მეთოდის
გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელაა რეკომენდებული.

2. კბილის ფხვნილს დაუმატეთ სოდა.

დაგჭირდებათ სულ ცოტაოდენი სოდა - ნახევარი ჩაის კოვზი. პიპეტის საშუალებით დააწვეთეთ წყალბადის ზეჟანგი და ლიმონის წვენი სურვილისამებრ. წაისვით კბილებზე ისე, რომ არ შეეხოთ ღრძილებს.

პროცედურა თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ ჩაიტარეთ. უნდა შეგახსენოთ, რომ წყალბადის ზეჟანგს კბილის ემალის გათხელება შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ კბილებზე ნადები ყველა ადამიანს უჩნდება და ამას ვერ გაექცევით, მაშინაც კი თუ კბილებს ყოველდღიურად იხეხავთ. სტომატოლოგთან სტუმრობა არასდროს გავნებთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS