18 თებერვალი, 2016
12 ნიშანი იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი
უმეტესობას არ გვაქვს იმის ჩვევა, ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს. ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა უკვე ისე გვაწუხებს რაღაც, რომ ვერ ვუძლებთ. არადა, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება.

ამიტომაც ჯობს, ყურადღებით ვიყოთ და დავაკვირდეთ, რა სიგნალებს გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი. ფარისებრი ჯირკვალი – უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია ჰორმონებზე, არეგულირებს ორგანიზმის ენერგიას, გავლენას ახდენს, ფაქტობრივად, ყველა უჯრედზე, ქსოვილსა თუ ორგანოზე.


ფარისებრი ჯირკვლის გამოუვლინებელმა დაავადებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს უამრავ ორგანოს, მათ შორის, ღვიძლს, ნაწლავებს, რეპროდუქციულ სისტემას, გულს და ტვინსაც
კი. ფარისებრი ჯირკვალი ყელის არეში მდებარეობს და მას პეპლის ფორმა აქვს.


სიმპტომი 1. დეპრესია და უხასიათობა
Rating
თიროიდული ჰორმონის უკმარისობამ, ასევე, მეტობამ, შესაძლოა ხასიათზეც იმოქმედოს. კერძოდ, კი თიროიდის ნაკლებობა (ან მეტობა) "ბედნიერების" ჰორმონის დონის დაწევაზე აისახება. შესაბამისად კი, თავს დათრგუნულად და დეპრესიულად გრძნობთ. თუკი ის თიროიდი მომატებულია, შფოთვისა და გაღიზიანების შეგრძნება გაქვთ.

სიმპტომი 2: კუჭის აშლილობა
Rating
თუკი ამ პრობლემისგან დიდი ხანია ვერ თავისუფლდებით, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ თიროიდის ნაკლებობა გაქვთ, რაც ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.

სიმპტომი 3: ბევრი გძინავთ
Rating
დიახ, დილით ადრე ადგომა ბევრს უჭირს, მაგრამ თუკი ეს თქვენთვის ტანჯვაა და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰორმონები. იხილეთ სრულად 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS