ერთბაშად მცენარეულ საკვებზე გადასვლამ შეიძლება ძალზე უსიამოვნო ეფექტი გამოიწვიოს. ამაზე რატომღაც ნაკლებად ლაპარაკობენ. შეიძლება დაიწყოს კრიზისი: ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, მწვავდება ქრონიკული დაავადებები ან რაღაც მიზეზით ჩნდება ახალი, წონა მკვეთრად იკლებს, შეიძლება დაიწყოს კბილებისა და თავის ტკივილები, ალერგიული რეაქციები, გაღიზიანება, ნევროზი, დეპრესიული მდგომარეობაც კი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოწესრიგდება, მაგრამ ეს ის
მცენარეულ საკვებზე ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გადახვიდეთ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სიამოვნებით.
შეზღუდვა კი არა, ჩანაცვლება - შესაძლებლობების ფარგლებში შეეცადეთ მავნე საკვები, ნაკლებად მავნეთი ჩაანაცვლოთ. მაგალითად, შაქარი - თაფლით, ნამცხვარი და ტორტები - 72%-იანი შოკოლადით ან ჩირებით; შებოლილი - მოხარშულით; ცხიმიანი - მჭლეთი, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი - სელის ან კედრის ზეთით; ფაფები - მარცვლეულითა და ბრინჯით. უმაღლესი ხარისხის ფქვილით გამომცხვარი ნაწარმი და საფუვრიანი პური, დაკონსერვებული პროდუქტები და სუპერმარკეტების მთელი სინთეტიკური პროდუქტი საერთოდ გამორიცხეთ და რაიმე ბუნებრივით ჩაანაცვლეთ. მიაქციეთ ყურადღება, იგულისხმება არა გამორიცხვა, არამედ ჩანაცვლება სხვა უფრო ჯანსაღი და ნაკლებტოქსიკური პროდუქტით.
გაწმენდა. უნდა შეარჩიოთ ისეთი საკვები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი ნაწლავებსა და ღვიძლს "ანაგვიანებს", უხეშად დაფქული ჭვავისგან დამზადებული პროდუქტი კი პირიქით - წმენდს. მოხარშული ფაფები ორგანიზმს ჭაობად აქცევს, გაღივებული მარცვლეული (ლობიო, ოსპი) კი, თუნდაც 4-5 წუთით მოხარშული, ორგანიზმს ყველა დონეზე ასუფთავებს - დაწყებული უჯრედებიდან ფილტროსისტემით დასრულებული.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც გარდამავალ პერიოდში ძალიან დაგეხმარებათ:
ერთი კილოგრამი ან კილო-ნახევარი ბაყაყურას თესლი გულდასმით გარეცხეთ, მოათავსეთ მომინანქრებულ თასში და დაასხით წყალი. ჯობია ეს დილით ადრე გააკეთოთ. საღამოს წყალი გადაწურეთ, მიაყოლეთ ამოტივტივებული თესლებიც, მასა გადაიტანეთ დურშლაგზე და დააფარეთ ოთხად გაკეცილი სველი მარლა.
შემდეგ დილით და საღამოს თესლი კარგად გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ ისე, რომ მარლა არ მოაცილოთ. თუ წყალი ქლორიანია, გაფილტრული წყალი გამოიყენეთ.
მომდევნო დილით თესლი უკვე გაღივებული უნდა იყოს. გაღივებული თესლი ისევ გარეცხეთ, ლანგარზე გაშალეთ და გასაშრობად შედგით ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე ისე, რომ ღუმლის კარი არ დახუროთ.
ამგვარად, თქვენ მიიღებთ პროდუქტს, რომელსაც გამწმენდი, გამაჯანსაღებელი და კვებითი თვისებებით ანალოგი თითქმის არ მოეპოვება.
ბაყაყურას უნიკალური თვისება აქვს - ის აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს.
მასში შემავალი ანტიოქსიდანტები 10-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე ტოკოფეროლი - ცნობილი როგორც Е ვიტამინი - ახალგაზრდობის ვიტამინი.
სოფიო ბულაური