მათი მომზადება ძალიან მარტივია, მთავარია არ დაიზაროთ.
ნიღაბი თმისთვის
ერთმანეთში აურიეთ ერთი კვერცხის გული და თითო კოვზი გლიცერინი და ვაშლის ძმარი, დაუმატეთ 2 კოვზი ბირკავას ან აბუსალათინის ზეთი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით.
ნიღაბი გაიკეთეთ რეგულარულად კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში.
ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს, აღადგენს და ამაგრებს
ნიღაბი ხელებისთვის
ცნობილია, რომ გარემო პირობები ყველაზე მეტად სწორედ ხელებზე მოქმედებს. დღეს უამრავი საშუალება არსებობს ხელების დასაცავად და მოსავლელად. მათ შორის ყველაზე მარტივია გლიცერინი. ის შეიძლება სუფთა სახით წაისვათ ხელებზე ან აბაზანები გაიკეთოთ.
საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გამოყენების ან ბაღში სამუშას დაწყების წინ ხელებზე გლიცერინი
წაისვით. კანი გლიცერინს არ შეიწოვს, ამდენად, ის ქმნის დამცავ ფენას, რომელიც გადაულახავი ბარიერი
ხდება ყველაფრისთვის, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ხელებზე.
კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ გლიცერინი და ვაზელინი - ბრწყინვალე ეფექტს მიიღებთ.
ჭურჭლის რეცხვისას შეგიძლიათ სარეცხ საშუალებაში ცოტაოდენი გლიცერინი ჩაამატოთ. რეკომენდებულია გლიცერინის დამატება თხევად საპონშიც - მაშინ საერთოდ დაგავიწყდებათ რა არის ხელების სიმშრალე.
ნიღაბი ტანისა და სახისთვის
თითო კოვზი თაფლი და გლიცერინი გულდასმით გახსენით 3 კოვზ თბილ წყალში, დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული შვრიის ფანტელი. მიღებული მასა ცოტა წელვადი უნდა იყოს. წაისვით ნიღაბი კანზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
სოფიო ბულაური