25 აგვისტო, 2013
ხორცი ნაოჭებს აფერხებს?
ელასტიკურობისა და სიგლუვის დასაბრუნებლად დღეში 100-150 გრ ხორცის მირთმევაა საჭირო ხილ-ბოსტნეულის დადებითი გავლენა ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ცნობილია. მოხდენილი გარეგნობის დასაბრუნებლად დიეტის დროს ბევრი საერთოდ უარს ამბობს ხორცზე. არადა, აღმოჩნდა, რომ სწორედ ხორცი ებრძვის ახალგაზრდობის ისეთ დაუძინებელ მტერს, როგორიც ნაოჭებია. აქვე რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც თავის მოვლაში დაგეხმარებათ.

ხორცი მოდუნებული კანისთვის

მხოლოდ ხორცეულს (საქონლის, ღორის, ქათმის) შეუძლია, ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო რაოდენობით ცხოველური ცილა. ცილის ნაკლებობის შემთხვევაში კანის ტონუსი ქვეითდება, გაცილებით მომჩვარული
და ნაოჭიანი ხდება. ამდენად, ელასტიკურობისა და სიგლუვის დასაბრუნებლად დღეში 100-150 გრ ხორცის მირთმევაა საჭირო, განსაკუთრებით - 25 წლის ასაკის ზემოთ, როცა კანის უჯრედებში კოლაგენის გამომუშავება მცირდება.

სტაფილო აქერცვლადი კანისათვის

მშრალი, აქერცვლადი კანი, რომელიც შეწითლებულია და ალერგიისაკენაა მიდრეკილი, ყველაზე ხშირად A ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს. სტაფილო დიდი რაოდენობით კაროტინსა და უჯრედისს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის სტაბილიზაციას, ასწორებს მის სტრუქტურას და აჯანსაღებს ფერს. A ვიტამინის სიჭარბე თავის მხრივ, კანის სიყვითლეს იწვევს. ამდენად, ოპტიმალური ვარიანტია, დღეში მხოლოდ ერთი საშუალო ზომის სტაფილო მიირთვათ. ჯობს, ის სადილის ან ვახშმის წინ ჭამოთ, თანაც სალათის სახით და ზეითუნის ზეთით შეაზავოთ.

გრეიპფრუტი მბრწყინავი კანისთვის

ეს ციტრუსი უამრავ ჩ ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოსმეტოლოგიაში მთავარი ანტიოქსიდანტია. მისი ნაკლებობის შემთხვევაში ორგანიზმში ყველა პროცესის ინტენსივობა მცირდება, თავს იჩენს დაღლილობა და კანში სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა. ჩ ვიტამინის გარდა, შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც კანს არაჩვეულებრივ ელფერსა და ბრწყინვალებას სძენს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს. მიირთვით ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული გრეიპრუტის წვენი საუზმისა და სადილის წინ და საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ.

ბანანი ქერტლის წინააღმდეგ

ბანანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს. ის აწესრიგებს ნახშირწყლოვან, მარილოვან და წყალმარილოვან ცვლას. კალიუმის ნაკლებობის გამო თმა უსიცოცხლო, მტვრევადი ხდება და ქერტლი წარმოიქმნება. დღეში სამი ბანანი თქვენს თმას ბზინვარებას, მიმზიდველობას დაუბრუნებს და ქერტლი უკვალოდ გაქრება. უპირატესობა არა მოზრდილ ყვითელ ბანანს, არამედ პატარასა და მომწვანოს მიანიჭეთ, რადგან კალიუმი ასეთში უფრო მეტია.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS