ნიორი და კარაქი
ერთ წილ წვრილად გახეხილ ნიორს დაუმატეთ ორი წილი დარბილებული ნაღების კარაქი და კარგად აურიეთ. ძილის წინ, მიღებული მასა დაიდეთ პრობლემურ მონაკვეთზე და კარგად დაიფიქსირეთ თბილი შარფით ან ელასტიკური ბინტით. დილით ფეხები კარგად დაიბანეთ და თბილი წინდები ჩაიცვით.
მწვანე პომიდორი
ერთი-ორი მწვანე პომიდორი ლებნებად დაჭერით, დაიწყვეთ პრობლემურ მინაკვეთზე და ბინტით დაიფიქსირეთ.
ავშანი და რძე
დანაყილი ხმელი ავშანი და წყლის ორთქლზე შემთბარი რძე ერთმანეთში აურიეთ პასტის მაგვარი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე და შეიხვიეთ ჯერ პოლიეთილენით, შემდეგ კი ბინტით ან თბილი შარფით.
თუ მკურნალობის ამ მეთოდს შეარჩევთ, რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ ვაშლის ფაფა, რომელიც შეგიძლიათ შემდეგი რეცეპტით მოამზადოთ: სამ-ოთხ ცალ ანტონოვკას დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორი-სამი საათით და შემდეგ გაქენით ფაფისებური მასის მიღებამდე. ვაშლის ფაფა აუცულებლად უნდა მიირთვათ დილით და საღამოს ორი-სამი სადილის კოვზი მაინც.
ჭინჭარი
რეცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა, მაგრამ ხანგრძლივ გამოყენებას მოითხოვს.
5-6 თვის განმავლობაში უნდა სვათ შემდეგი წესით მომზადებული სამკურნალო სასმელი.
ორ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ჭინჭარს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ თავზე და ერთი საათით თბილ ადგილას დადგით. შემდეგ მარლის მეშვეობით გადაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქა სამჯერ დღეში. 3-5 კვირის შემდეგ შეისვენეთ 10-15 დღით და კვლავ განაახლეთ მკურნალობა.
პარალელურად ყურადღება მიაქციეთ რაციონს, მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ცხიმიანი და შემწვარი საკვების გამოყენება.
სვია
სვიის ხმელ გირჩებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და სამი წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, თავზე დააფარეთ და ცოტა ხნით თბილ ადგილას გააჩერეთ.
მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ჭამამდე ოცი წუთით ადრე 2-3 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ ნაყენი თბილი კომპრესების სახითაც გამოიყენოთ, ოღონდ კომპრესი აუცილებლად ძილის წინ უნდა გაიკეთოთ.
ჯავზი (მუსკატის კაკალი)
დაფქვით რამდენიმე მუსკატის კაკალი (ამისთვის შეგიძლიათ ყავის საფქვავი გამოიყენოთ), ერთ სადილის კოვზ ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და რამდენიმე საათით თბილ ადგილას დადგით. დალიეთ მეოთხედი ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე ოცი წუთით ადრე.
სოფიო ბულაური