08 თებერვალი, 2016
ნატურალური წვენი ნაწლავების მიკლოფლორას აღადგენს
ნაწლავების მიკროფლორა 500-მდე სახეობის სასარგებლო მიკრობისგან შედგება, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა ნაწლავების მიკროფლორაზე  ადვილად მოქმედებს სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორი, მაგალითად, არაბალანსირებული კვება, ანტიბიოტიკები, სხვადასხვა დაავადება.

ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად, დიეტოლოგები ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების მიღებას გვირჩევენ.

ერთმანეთში აურიეთ სტაფილო, ცოტაოდენი კოჭა, ორი მწვანე ვაშლი, ერთი ღერო ნიახური, ნახევარი ბოლქვი ცერეცო და მეოთხედი ლიმონი.

სტაფილო შველის შეკრულობას, დიარეას, აქვს შემახორცებელი ეფექტი.

კოჭა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ებრძვის ანთებას, წყლულებს,
გულისრევის შეგრძნებას და მუცლის შებერილობას. ის ასევე მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული, ანთებსაწინააღმდეგო და ანტიბიოტიკური საშუალება.

ვაშლი ეფექტურად ებრძვის ნაწლავის ინფექციებს, კუჭის აშლილობას, გასტრიტს, შეკრულობასა და ფაღარათს, ასუფთავებს და ახდენს ნაწლავების დეტოქსიფიკაციას.

ნიახურს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და ასუფთავებს სისხლს, ასევე , ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფის პროცესს. გარდა ამისა, ნიახური აძლიერებს იმუნიტეტს.

ცერეცოს აქვს სპაზმოლიტური, ანთებსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, ებრძვის მუცლის ჭიებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS