კარტოფილის წვენის სასწაულებს ახდენს - ეს ბევრმა არ იცის
უმი კარტოფილის წვენს ძველად ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. აქტუალობა მას არც დღეს დაუკარგავს. კარტოფილის წვენის უპირატესობა ისიც არის, რომ ის ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი მოსამზადებელია.
კარტოფილის წვენის სასიკეთო თვისებები
აძლიერებს იმუნიტეტს

კარტოფილის წვენი შეიცავს ც ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. ასე რომ, თუ დღეში, განსაკუთრებით ზამთარში, ერთ ჭიქა კარტოფილის წვენს მიირთმევთ, გრიპი ვერ მოგერევათ.
ხელს უწყობს თმის ზრდას

წვენი" />
გახეხეთ რამდენიმე დიდი ზომის კარტოფილი, გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებსა და თავის კანში. 20 წუთის შემდე თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ.
ატენიანებს კანს

ახალგამოწურული კარტოფილის წვენი კარგად ატენიანებს კანს. კარტოფილი წვრილად გახეხეთ, მარლის მეშვეობით გამოწურეთ წვენი და ბამბის ტამპონით გამშრალებულ კანზე წაისვით.
აცხრობს სახსრებისა და ზურგის ტკივილს

კარტოფილის წვენი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ძილიერი საშუალებაა. მას ართრიტის სამკურნალოდაც იყენებენ.
აუმჯობესებს გულის მუშაობას

კარტოფილის წვენი ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ამდენად, ძალიან სასარგებლოა გულისთვის.
უნივერსალური ნიღაბი სახის კანისთვის

უბრალოდ, წაისვით კარტოფილის წვენი სახესა და ყელზე, 30 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე ანადუღარი ცივი წყალი შეისხით.
შველის გულძმარვასა და გასტრიტს

ათი დღის განმავლობაში დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. შემდეგ შეისვენეთ ათი დღით და საჭიროების შემთხვევაში კურსი კვლავ გაიმეორეთ.
სასმელი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტისთვის

კარტოფილის წვენი ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს ტოქსინებისგან წმენდს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კარტოფილის რეგულარული გამოყენება შველის მუცლის შებერილობას, დიარეას, აუმჯობესებს საჭმლის მოელების პროცესს.
მატებს ენერგიას

კარტოფილის წვენი ძლიერი ბიოსტიმულატორია, ამიტომაც ის დაეხმარება ყველას, ვისაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნება აწუხებს.
კარტოფილის წვენის გამოყენების წესი დამოკიდებულია მოსაგვარებელ პრობლემაზე, ამიტომაც კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.
სოფიო ბულაური