05 თებერვალი, 2016
ჟელატინი შავი წერტილების წინააღმდეგ
ჟელატინს მხოლოდ კულინარიაში როდი იყენებენ აქტიურად, მის დახმარებას კოსმეტოლოგებიც

მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, ჟელატინი ეფექტურად ებრძვის შავ წერტილებს სახეზე.

ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი და ერთი აბი დაფხვნილი

აქტივირებული ნახშირი დაასხით 2 ჩაის კოვზი ცივი რძე და ყველაფერი კარგად აურიეთ

ერთამანეთში. მიღებული მასა შედგით მიკროტალღურ ღუმელში და შეათბეთ 15 წამის

განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და წაისვით პრობლემურ

მონაკვეთზე. როცა მთლიანად კარგად გაშრება, ჩამოიბანეთ.

არ დაგავიწყდეთ, ნიღაბი უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ და დაორთქლილ სახეზე.
კვირაში

ერთხელ საკმარისი იქნება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS