სასწრაფო დახმარება მოულოდნელი ტკივილისას
დიდი თითი
პასუხისმგებელია გულისა და ფილტვების მუშაობაზე. თუ გულისცემა აგიჩქარდათ და ამოსუნთქვა გიჭირთ, ერთი წუთის განმავლობაში დიდ თითზე მასაჟი გაიკეთეთ. ეს მეთოდი სტრესულ სიტუაციებში დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
საჩვენებელი თითი

საჩვენებელი თითი კუჭ-ნაწლავის ტრაქტთანაა დაკავშირებული. საჩვენებელი თითის მასაჟი დაგეხმარებათ
შუა თითი

შუა თითის მასაჟი რეკომენდებულია გულის რევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებისას. ეს მეთოდი უძილობის დროსაც დაგეხმარებათ.
არათითი

არათითი პასუხს აგებს ემოციურ მდგომარეობაზე. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ყველაფერი გაღიზიანებთ და მეტის მოთმენა აღარ შეგიძლიათ, ნუ დააყოვნებთ, დაიზილეთ არათითი და ერთ წუთში შვებას იგრძნობთ.
ნეკი

ჩვენი ხელის ყველაზე პატარა თითი დაკავშირებულია თირკმლებსა და თავთან. თირკმლების პრობლემების დროს, ასევე თავისა და კისრის ტკივილისას, რეგულარულად დაიზილეთ ნეკი.
ხელისგულები

ხელისგულები დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან. ასე რომ, თუ ხელისგულებს დაიზელთ ან უბრალოდ, მათ ერთმანეთ შემოჰკრავთ, თავს უფრო მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.
სოფიო ბულაური