გარდა იმისა, რომ ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს დროში დაიბრუნოთ სასურველი წონა.
პირველი დღე

საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.
მეორე საუზმე: ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი და ხუთი ლებანი ნიგოზი ან ამდენივე თხილის გული. შეგიძლიათ სხვა თხილეულითაც ჩაანაცვლოთ.
სადილი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი,
სამხარი: 100 გრამი კიტრისა და ბოლოკის სალათა.
ვახშამი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი სეზონური ან გაყინული ხილი.
მეორე დღე

საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.
მეორე საუზმე: ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
სამხარი: ნახევარი გრეიპფრუტი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი: წყალში მოხარშული ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი, ორ-ორი ცალი შავქლიავი და გარგარის ჩირი, ერთი ლეღვის ჩირი.

მესამე დღე
საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.
მეორე საუზმე: უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე.
სადილი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
სამხარი: ერთი ფორთოხალი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი ქიშმიში.

შვრიის დიეტის დროს გახდომის პროცესი მიმდინარეობს ნელა, მაგრამ საიმედოდ.
ორგანიზმს არ აწუხებს შიმშილის გრძნობა, ამიტომაც ნებისყოფა არ გიღალატებთ!
სოფიო ბულაური