02 თებერვალი, 2016
გახდით მომხიბვლელი სამ დღეში
შვრიის დიეტა საოცრებას ახდენს. ავტორიტეტული დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ შვრიის ფაფის დიეტა ყველაზე სასარგებლოა.

გარდა იმისა, რომ ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს დროში დაიბრუნოთ სასურველი წონა.

პირველი დღე
овсяная диета
საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.

მეორე საუზმე:
ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი და ხუთი ლებანი ნიგოზი ან ამდენივე თხილის გული. შეგიძლიათ სხვა თხილეულითაც ჩაანაცვლოთ.

სადილი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი,
დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

სამხარი: 100 გრამი კიტრისა და ბოლოკის სალათა.

ვახშამი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი სეზონური ან გაყინული ხილი.

მეორე დღე
овсяная каша
საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.
მეორე საუზმე: ერთი ჭიქა კეფირი.

სადილი: ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

სამხარი:
ნახევარი გრეიპფრუტი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

ვახშამი:
წყალში მოხარშული ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი, ორ-ორი ცალი შავქლიავი და გარგარის ჩირი, ერთი ლეღვის ჩირი.
овсянка
მესამე დღე

საუზმე: შვრიის ფაფა - ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი მოხარშეთ წყალში.

მეორე საუზმე:
უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე.

სადილი:
ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

სამხარი: ერთი ფორთოხალი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

ვახშამი:
ნახევარ ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი ქიშმიში.
овсяная каша
შვრიის დიეტის დროს გახდომის პროცესი მიმდინარეობს ნელა, მაგრამ საიმედოდ.

ორგანიზმს არ აწუხებს შიმშილის გრძნობა, ამიტომაც ნებისყოფა არ გიღალატებთ!

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS