02 თებერვალი, 2016
დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელმაც ჩვენს დროში ეპიდემიის მასშტაბს მიაღწია
ამჟამად მსოფლიოში 400 მილიონ ადამიანზე მეტს აწუხებს შაქრის დიაბეტი. დიაბეტით დაავადება შესაძლებელია მათთვისაც კი, ვისაც მიდრეკილება არ აქვს ამ საშინელი სნეულებისადმი.

მიზეზი მარტივია: შაქრის ზედმეტი შემადგენლობა სხვადასხვა პროდუქტში, ისეთებშიც კი, სადაც შაქარი არ უნდა იყოს. შაქარი ნელ-ნელა კლავს ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხმარების დოზებს ყურადღებას არ აქცევს.

სანამ ინსულინის ფართოდ მოხმარება დაიწყეს, დიაბეტის მკურნალობა ამ დიეტის დახმარებით იყო რეკომენდებული. გთავაზობთ კვების გეგმას შაქრის დიაბეტის დროს, რომელიც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ გართულებებს. გარდა ამისა, პროფილაქტიკის მიზნით ჟანსაღი
კვება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

დიეტა შაქრის დიაბეტის დროს

1. რაც უფრო ნაკლებია ნახშირბადები - მით უკეთესი! დიაბეტის მკურნალობა, რომელიც ადრე ფართოდ გამოიყენებოდა, მოიცავდა ნახშირბადის შემცველი საკვების შეზღუდვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა, ისეთიც კი, რომელიც დიაბეტით დაავადებულთათვისაა განკუთვნილი, ასევე უნდა გამოირიცხოს ფაფები, კარტოფილი და ცომეული.

შეგიძლიათ მიირთვათ: ხორცი (ცხიმიანიც კი), თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, კარაქი, მწვანე ბოსტნეული, სოკო. იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS