28 იანვარი, 2016
როგორ შევარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა?
მას შემდეგ, რაც მტკივანი კბილის მაგივრად ჯანსაღი კბილი ამომიღეს, მივხვდი, რომ სტომატოლოგიური კლინიკის არჩევისას დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. პირველ რიგში, აუცილებელია ექიმები სანიტარიას მაქსიმალურად იცავდნენ, რაიმე დაავადება (მაგალითად შიდსი ან ჰეპატიტი ც) რომ არ გადაგვედოს.

1. ეწვიეთ სტომატოლოგიური კლინიკის გვერდს

მართალია, ინტერნეტში ყველფერი უკეთესად ჩანს ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ წინასწარ ფასებს მაინც გაიგებთ. გაეცნობით მეთოდს, რომელიც მათთან არის დანერგილი, თვალს შეავლებთ აპარატურას, ექიმებს, შეიძლება ძველი პაციენტების კომენტარებსაც წააწყდეთ.

2. გაიგეთ როგორია მათი ონლაინკონსულტანტი

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი კადრი
მუშაობს კლინიკაში. თუ ონლაინკონსულტანტი აგრესიული, უხეში და უყურადღებოა, დიდი ალბათობით ნეპოტიზმის დახმარებით აიყვანეს სამუშაო ადგილზე. შესაძლოა ,ექიმებიც არაპროფესიონალები იყვნენ და ნაცნობობით დაიკავეს თავიანთი პოზიციები.

3. გადარეკეთ

თუ დაკავება დაგხვდებათ, აშკარა გახდება, რომ კლინიკას ბევრი კლიენტი ჰყავს. თუ ადამიანები უკმაყოფილოები არიან ექიმების მომსახურებით, ბუნებრივია, რომ კლინიკაში არავინ ივლის. თუ დიდხანს რეკეთ და არ აიღეს, როგორც ჩანს, მათ ბევრი ადამიანი არ უკავშირდება. კონსულტანტი გოგონაც სამსახურეობრივი მოვალეობის თავიდან აცილებას ახერხებს.

4. იკითხეთ რა გარანტიებს გაძლევენ

თუ ექიმი გიპასუხებთ, რომ მას არანაირი გარანტიის მოცემა არ შეუძლია, არ მისცეთ თქვენი კბილების ან ღრძილების მკურნალობის საშუალება. ჰკითხეთ, რამდენ ხანს გექებათ პლომბი, ან რამდენ ხანში მოგიწევთ ღრძილების მკურნალობის გამეორება.

5. მახეს გიგებენ?

ხშირად კლინიკებში გიტარებენ ისეთ პროცედურებს, რომელიც არაფერში გჭირდებათ. ამ გზით ისინი ფულს გახარჯინებენ. ყოველთვის ჰკითხეთ, რას ემსახურება ესა თუ ის პროცედურა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თეი
კიდევ ერთი რამ მაინტერესებს. სადაზღვეო საერთოდ ამოწმებს რამეს? ანუ თუ დაზღვევით მივდივართ კლინიკაში კოსმიურ ფასად აკეთებენ ყველა პროცედურას, და თან დიდად გარანტირებული არ ვართ რომ ხარისხიანი მასალით გაგვიკეთეს ნებისმიერი პროცედურა. დამამცირებელია, როდესაც იხდი თანხას რომელიც ბევრად აღემატება რეალურ ფასებს.
22:58 / 31-03-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS