28 იანვარი, 2016
რატომ გეყინებათ ფეხები და რატომ არის აუცილებელი, რომ თბილად გქონდეთ
თუ ფეხები გამუდმებით ცივი გაქვთ, ოთახის ტემპერატურაზეც კი და ეს იმდენდ გაწუხებთ, რომ ზამთრის ცივ დღეებში გარეთ გასვლის სურვილი სრულიად დაკარგეთ და საერთოდაც თბილ ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობთ, დამშვიდდით - ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია.

პირველ რიგში უნდა გაერკვეთ, რატომ გეყინებათ ფეხები. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს კაპილარებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ამ პრობლემას ასევე შესაძლოა, წააწყდეთ მოზარდობისას, როცა ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. ასევე ხასიათის გამო, გადაჭარბებული ეჭვიანობის, შფოთის, სტრესული სიტუაციებისა და მომატებული ემოციურობისას, ასევე ოსტეოქონდროზის დროს.

ფეხები ხშირად
ეყინებათ, დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში, ინფექციური დაავდებების ან ქალური დაავადებებისას. ემოციური გადატვირთვის დროს, როცა არტერიული სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ხელებისა და ფეხების მიდამოებში, სისხლი ცუდად მიეწოდება.
ამ პრობლემასთან გამკლავება მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია.

შეგიძლიათ დაიწყოთ თბილი ვანებით, მიხაკის ზეთის, დარიჩინის, წითელი წიწაკის ნაყენის დანამატით - კარგად არეგულირებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას.

ძალიან სასარგებლოა კვირაში ერთხელ აბანოში, საუნაში წახვიდეთ, რის შემდეგაც ცივ ბასეინში შეცუროთ.

ორთქლის შემდეგ, წყალი ცივი სულაც არ მოგეჩვენებათ, ამით თქვენი სისხლძარღვები კი კარგად გაჯანსაღდება.

დილაობით მიიღეთ შხაპი.

შხაპის შემდეგ მთელი ორგანიზმისთვის გააკეთეთ განტვირთვა, დაიწყეთ რამდენიმე მარტივი პროცედურით:

ვიდრე გარეთ გახვალთ, მიირთვით ქათმის, ცხელი ბულიონი.

დაქვეითებული ჰემოგლობინის შემთხვევაში თქვენს მუდმივ საკვებად უნდა იქცეს - მულტივიტამინები, ბროწეული, გარგარი, ნუში, ქიშმიში, გოგრა, "ჰერკულესის" ფაფა, სალათები, ხილი და ბოსტნეული.

ზამთრის ცივ დღეებში, მიიღეთ მეტი რაოდენობით ზღვის ცხიმიანი თევზი, ეს გაყინვის დროს, მოგიხსნით სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს.

დალიეთ ვიტამინებით სავსე, მცენარეული ნაყენები.

ეს მარტივი პროცედურები გააძლიერებს თქვენს სისხლძარღვებს, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას, აგიმაღლებთ ჰემოგლობინსა და განწყობას.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხატუნა ნეფარიზე
მოგესალმებიტ ახალგაზრდობასჰი ნამდვილად მმეყინებოდა ფეხები ეხლა 47წლის გახლავარტ ზალიან მაწუხებს ფეხებზე სიმხურვალე მივმარტე ეკიმს და ვერ გამიგეს რა მჯირს რას მეტყოდიტ რა გავაკეტო ?
17:24 / 02-09-2016
გამოხმაურება / 1 /
გიორგი
მეც მიხურდა ფეხები და სამწუხაროდ ბოლოს მეორე ტიპის დიაბეტი აღმომაჩნდა...ერთ-ერთი გამოვლინება ყოფილა...
22:25 / 15-02-2021
TOPS