პირველ რიგში უნდა გაერკვეთ, რატომ გეყინებათ ფეხები. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს კაპილარებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ამ პრობლემას ასევე შესაძლოა, წააწყდეთ მოზარდობისას, როცა ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. ასევე ხასიათის გამო, გადაჭარბებული ეჭვიანობის, შფოთის, სტრესული სიტუაციებისა და მომატებული ემოციურობისას, ასევე ოსტეოქონდროზის დროს.
ფეხები ხშირად
ამ პრობლემასთან გამკლავება მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია.
შეგიძლიათ დაიწყოთ თბილი ვანებით, მიხაკის ზეთის, დარიჩინის, წითელი წიწაკის ნაყენის დანამატით - კარგად არეგულირებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას.
ძალიან სასარგებლოა კვირაში ერთხელ აბანოში, საუნაში წახვიდეთ, რის შემდეგაც ცივ ბასეინში შეცუროთ.
ორთქლის შემდეგ, წყალი ცივი სულაც არ მოგეჩვენებათ, ამით თქვენი სისხლძარღვები კი კარგად გაჯანსაღდება.
დილაობით მიიღეთ შხაპი.
შხაპის შემდეგ მთელი ორგანიზმისთვის გააკეთეთ განტვირთვა, დაიწყეთ რამდენიმე მარტივი პროცედურით:
ვიდრე გარეთ გახვალთ, მიირთვით ქათმის, ცხელი ბულიონი.
დაქვეითებული ჰემოგლობინის შემთხვევაში თქვენს მუდმივ საკვებად უნდა იქცეს - მულტივიტამინები, ბროწეული, გარგარი, ნუში, ქიშმიში, გოგრა, "ჰერკულესის" ფაფა, სალათები, ხილი და ბოსტნეული.
ზამთრის ცივ დღეებში, მიიღეთ მეტი რაოდენობით ზღვის ცხიმიანი თევზი, ეს გაყინვის დროს, მოგიხსნით სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს.
დალიეთ ვიტამინებით სავსე, მცენარეული ნაყენები.
ეს მარტივი პროცედურები გააძლიერებს თქვენს სისხლძარღვებს, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას, აგიმაღლებთ ჰემოგლობინსა და განწყობას.
პენი ლეინი