26 იანვარი, 2016
რა საფრთხე შეიძლება შეუქმნათ ბავშვს ცხვირში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ჩაწვეთებით
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის რჩევა ღორის გრიპისგან დასაცავად. იგი ამბობს, რომ არანაირი სპეციალური ვაქცინა გრიპის მკურნალობას არ სჭირდება და ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი - წყალში განზავებული წყალბადის ზეჟანგის ცხვირში ჩაწვეთება.

ამ საკითხთან დაკავშირებით "მკურნალი.გე" პედიატრ ნანა ნარეკლიშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, ეს არის კონკრეტული ექიმის ინდივიდუალური მოსაზრება, რომელიც შესწავლილი და კვლევებით დადასტურებული არ არის. პედიატრის თქმით, ჭეშმარიტად სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კვლევის ჩასატარებლად მრავალი წელია საჭირო.

ნარეკლიშვილის განცხადებით, არც ერთ
პროტოკოლში მითითებული არ არის, რომ წყალბადის ზეჟანგი სასუნთქი გზების ინფექციების დროს გამოიყენება. "პირიქით, ამან შეიძლება ცხვირის ლორწოვანი დააზიანოს და ადვილად გამოვიწვიოთ ლორწოვანი გარსის ატროფია. ცხვირში ძალიან სუსტი კაპილარული წნულია. ისედაც ადვილია სისხლდენა ვირუსული ინფექციის დროს და ეს დავუშვათ მოწვავს კაპილარულ წნულს, მაგრამ ლორწოვან გარსზე რამდენად მხოლოდ დადებითად იმოქმედებს, არავინ იცის", - აცხადებს პედიატრი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
asmati
is rom wyalbadis zejangi mavnebelia ar daijerot.chven ojaxshi yvela magas viyenebt .didic da patarac wlebia da zalian kargi shedegi aqvs.
09:57 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ივან ნეუმივაკინი-უძლიერესი პროფესორი
15:40 / 27-01-2016
გამოხმაურება / 0 /
tini
rusi eqimi geniosia da ras ityvis qalbatoni nana naklebad maiteresebs,iqneb isic tqvat rom qimioterapia fulis maxe ar aris,sad aris is wamali romelic tavis droze kibos amarcxebda,romelic veshapis qonisgan amzadebda qartveli eqimi,ratom ar mieca licenzia,medicina didi mafiaa da meti araferi
16:04 / 26-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS