გაიგეთ, როგორ ახერხებენ იაპონელები ახალგაზრდობის შენარჩუნებას, რაშია მათი ხანგრძლივი სიცოცხლისა და მოხდენილობის საიდუმლო:
1. სახის წმენდა იაპონურად
ეს შესანიშნავი პროცედურაა. ხდება სახის დათბობა ბერგამოტის კომპრესებითა და ჩაის ხის ზეთის მეშვეობით. ფორებიდან ჭუჭყი სრულიად უმტკივნეულოდ გამოდის.
2. ბრინჯის სახის ნიღაბი
სახის ნიღბის ბრინჯით მომზადებისას, აიღეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი. დაფქვით ყავის საფქვავში, 2 სუფრის კოვზ მიღებულ ბრინჯის ფქვილს დაუმატეთ თბილი რძე და არაჟნის მსგავს მასად აქციეთ.
3. სახის ნიღაბი
თეთრ თიხას დაუმატეთ შვრიის ფხვნილი, ბრინჯის ქატო, წვრილად დაჭრილი ზღვის მცენარეები, გვირილას ყვავილები. აქვე დაამატეთ ჟოჟობას 1 ჩ.კ ზეთი, ასკილი, გვირილა და ცოტაოდენი წყალი. ნიღაბი ფრთიხლად წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთს. ჩამოიბანეთ გრილი, მინერალური წყლით.
4. ვაშლის ძმარი
იაპონელები ვაშლის ძმარს შამპუნს უმატებენ, ქერტლის, თმის ძირების ცხიმიანობის მოსაშორებლად. ასევე ასტიმულირებს თმის ზრდას, ამატებენ ვანაშიც, იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდა და ჯანსაღი კანი. მაკიაჟის მოსაშორებლად რამდენიმე წვეთი ვაშლის ძმარი უნდა დაუმატოთ კამელიას ზეთს, გვირილას, ლავანდას, როზმარინს - და ამ ლოსიონით გაიწმინდოთ სახე.
5. ზღვის მარილი
ზღვის მარილს დაუმატეთ ალოეს წვენი, ტალახი, ზღვის წყალმცენარეები და ეს ნარევი შეიზილეთ მთელს სხეულზე. შესანიშნავად ეხმარება ცელულიტის დროს.
პენი ლეინი