კამა ძალიან სასარგებლო მწვანილია. ის ძალიან სწრაფად უმკლავდება კუჭისა და ნაწლავურ პრობლემებს, ამცირებს გაზების დაგროვებას.
კამას შეუძლია არტერიული წნევის დაწევა, ეფექტურია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, თავის ტკივილისას, თირკმლის ან ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების დროს.
კამის თესლს თირკმლების დაავადებების პროფილაქტიკისთვის იყენებენ. ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი კამის თესლი, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთს.
დალიეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სუფრის
სტენოკარდიის პროფილაქტიკისთვის, 1 ჩაის კოვზ დაფქულ კამის თესლს დაასხით 300 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათს. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა.
ცისტიტის დროს, ბრონქიალური ასთმის შეტევისას, ხალხური მედიცინით მკურნალები გირჩევენ - დღეში 2-3-ჯერ მიიღოთ 100 მლ ნაყენი, რომელიც მზადდება 2 სუფრის კოვზი კამის თესლითა და 400 მლ ცხელი წყლით, გააჩერეთ 30 წუთს.
გთავაზობთ კიდევ ერთ ნაყენს, რომელიც გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება. ასევე სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს.
მომზადების წესი:
1 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთს, შემდეგ დაუმატეთ თაფლი. დღეში 4-5ჯერ მიიღეთ სუფრის კოვზით გრილ მდგომარეობაში.
ამ ნაყენის რეგულარული მიღება მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, რეგულირდება სისხლის წნევა, აღარ შეგაწუხებთ შაკიკი, გაგივლით უძილობა.
უძილობას ასევე არაჩვეულებრივად უმკლავდება წითელ ღვინოში გახსნილი კამის თესლი - 50 გრ თესლი, 0,5 მლ ღვინოში. მიიღეთ საღამოს 50 მლ.
ტუბერკულიოზის დროს, მსუბუქ ეფექტურ საშუალებად ითვლება - ცხელ რძეში მწიკვით ჩაყარეთ კამის მსხვილი ნაყოფი.
ამბობენ, თუ კამის ნაყენით პატარა ბავშვს დაბანთ, მასზე არავითარი ავი თვალი არ იმოქმედებს.
პენი ლეინი