21 იანვარი, 2016
გვიან დაძინება საზიანოა ჯანმრთელობისთვის
1. აზროვნების დაქვეითება

21:00 -დან 23:00-მდე თქვენი ტვინი აქტიურად ისვენებს. თუ 23 საათის შემდეგ იძინებთ, თქვენი აზროვნება თანდათან დაქვეითდება. ხოლო თუ ღამის პირველ საათამდე არ გძინავთ თქვენი სასიცოცხლო ძალა დროთა განმავლობაში ქრება. იწყება ნერვული სისტემის დარღვევა. სისუსტის, თავბრუსხვევის, სიმძიმის სიმპტომები. თუ ღამის 3 საათამდე გღვიძავთ, ხდებით აგრესიული და გაღიზიანებული. თქვენს ტვინს აუცილებლად სჭირდება დასვენება საიმისოდ, რომ უკეთ მოახდინოს ფუნქციონირება.

2. გიკარგავთ სილამაზეს

ძილი არამარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურაა, ასევე აუცილებელია სილამაზის შესანარჩუნებლად. სწორედ ძილში ხდება კანის უჯრედების აქტიური
აღდგენა.

3. ქრონიკული დაღლილობა

ძილის ნაკლებობის დროს ორგანიზმი იფიტება, სხეული სტრესულ მდგომარეობაშია, რაც საბოლოოდ ქრონიკულ დაღლილობას იწვევს და თვითაღდგენის უნარი აღარ აქვს.

4. ზედმეტი კილოგრამები

ამერიკელი მეცნიერებს თქმით, ქალები, რომლებიც რეგულარულად გამოძინებულები არიან, მალე გამოჯანმრთელდებიან. ძილის ნაკლებობა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აფერხებს, ამიტომ თუ მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობთ, პერსპექტივაში გაქვთ 2-ჯერ მეტი კილოგრამების მატება.

5. იმუნიტეტის დაქვეითება

ღამით ორგანიზმი აღდგება, განაახლებს, ანეიტრალებს უარყოფით მოვლენებს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას. გამუდმებით ძილის ნაკლებობის შემთვევაში გაციების, გრიპის და მსგავსი ავადმყოფობების მეტი რისკი გაქვთ. მოზრდილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია 7-8 საათი ძილი.

6. დაბერება

ძილის დროს კანის უჯრედების აღდგენა ხდება, უკეთ მიეწოდება სისხლი, რის წყალობითაც უჯრედები ჟანგბადით ივსება. სახის მიმიკური ნაოჭების ბუნებრივად დამუშავება ხდება, უმჯობესდება სახის ფერი, ხდება უფრო გლუვი.

კვლავ შეგახსენებთ, რომ დღეში 8 საათი ძილი აუცილებელია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS