19 იანვარი, 2016
რა მოხდება თუ კბილებს მხოლოდ დღეში ერთხელ გაიხეხავთ?
სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ კბილები დღეში ორჯერ გავიხეხოთ.

რატომ? იმიტომ რომ ღამით ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები კბილებზე ნადების სახით გროვდება და არ შეიძლება ის, საკვების მიღების გზით, სხეულში ჩავაბრუნოთ. ნადები აზიანებს კუჭს, წამლავს სისხლს და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. ესეც რომ არა, დილას პირის ღრუში უსიამოვნო სუნი/გემო ტრიალებს, რომელსაც საღეჭი რეზინით ან სავლებითაც კი ვერ დაფარავთ. ძილის წინ კი მთელი დღის განმავლობაში მიღებული ბაქტერიებისგან ვისუფთავებთ პირს.

გიფიქრიათ, რა შეიძლება მოხდეს, თუ კბილებს მხოლოდ დილით გაიხეხავთ?

პირველ რიგში,
დაგეწყებათ ღრძილებიდან სისხლდენა, რასაც მოჰყვება შეშუპება და ფერისცვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩამოგიყალიბდებათ ანთება, რამაც კბილების დაცვენამდე შეიძლება მიგიყვანოთ, თუ დროულად არ უმკურნალებთ. ასევე აუცილებლად შეგაწუხებთ კარიესი. განსაკუთრებით მაშინ თუ კვირაში რამდენჯერმე მიირთმევთ ტკბილეულს და შაქრიან სასმელებს ეტანებით.

სამწუხაროდ, ზემოთ ხსენებული ორი პრობლემით ყველაფერი არ მთავრდება. არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პარადონტიტი დაგემართებათ ანუ კბილებ შორის გაგიჩნდებათ ე.წ.
''ჯიბეები." პარადონტიტი, რა თქმა უნდა, განიკურნება, თუმცა მისი მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. აღსანიშნავია, რომ განკურნების შემდეგაც კი, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველ 6 თვეში მოგიწევთ პროცედურების ჩატარება.

პირის ღრუში ბაქტერიის მომძლავრებასა და გამრავლებას 24 სათი სჭირდება, შესაბამისად დღეში ერთხელ კბილების გახეხვა საკმარისი არ არის.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თეო
Pარადონტოქსი არ იკურნება
22:59 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS