19 იანვარი, 2016
ექსპერტები გვაფრთხილებენ - გაციებისას ანტიბიოტიკების მიღება დაუშვებელია
უკვე წლებია ჯანმრთელობის დამცველი ექსპერტები ადამიანებს გაციებისას ანტიბიოტიკების მიღებაზე უარის თქმას ურჩევენ.

ისინი არ გეხმარებიან. ერთის მხრივ ისინი ინფექციურ ბაქტერიებთან ბრძოლაში ეხმარება. გაციება და გრიპი კი ვირუსების შედეგია. ასე რომ როცა ანტიბიოტიკების იმედად ხართ, უნდა იცოდეთ - ეს უაზრო ქმედებაა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ანტიბიოტიკებს მაშინ იღებთ, როცა საჭირო სულაც არ არის. ამ დროს ორგანიზმში ყალიბდება "სუპერბაქტერიები", რომლებიც მთელი კაცობრიობისთვის უკვე დიდ საფრთხედ იქცა. ამის შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

ჯანრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სხვადასხვა
ქვეყნებში დაკვირვება აწარმოა, თუ რამდენად იციან ადამინებმა ანტიბიოტიკების შესახებ. შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების 64% მიიჩნევს, რომ ანტიბიოტიკების დახმარებით გაციების განკურნება შესაძლებელია.

32% კი მიიჩნევს, რომ თითქოს ანტიბიოტიკების მიღებას მაშინვე შეწყვეტს, როცა თავს უკეთ იგრძნობს. თუმცა ესეც დიდი შეცდომაა - თუ ანტიბიოტიკები ექიმმა დაგინიშნათ, მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სუსტი ბაქტერიები დაიღუპებიან, ძლიერი "სუპერბაქტერიები" კი გადარჩებიან და მხოროდ "კონკურენტებთან" გამკლავებას შეძლებენ და გაძლიერებულად გამრავალდებიან.

სამწუხაროდ დღეს ბევრი ექიმი ჯერ კიდევ უნიშნავს ანტიბიოტიკებს, რადგან პაციენტები თავად ითხოვენ ამას, თუმცა მშვენივრად ესმით, რომ ამას არ უნდა აკეთებდნენ.
მოკლედ, იფიქრეთ საღად და საბოლოოდ თქვით ანტიბიოტიკებზე უარი, მაშინაც კი თუ ეს ექიმმა გირჩიათ.

გაუზიარეთ მეგობრებს და გაავრცელეთ ეს მნიშვნელოვანი ამბავი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS