18 იანვარი, 2016
რა გავლენას ახდენს დაფნის ფოთოლი პანკრეასზე?
პანკრეასი ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ჯირკვალი გამოჰყოფს პანკრეასის წვენსა და ჰორმონებს, არეგულირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების მონელებასა და ათვისებას. მაგალითად: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების. პანკრეასი გამოჰყოფს ინსულინს. მისი დაზიანების შემთხვევაში ადამიანს დიაბეტი ემართება.

დაფნის ფოთლები ჯანმრთელი პანკრეასის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მომზადების წესი:

თერმოსში მოათავსეთ 10ც. დაფნის ფოთოლი, დაასხით მას 300 მლ. გრ. ადუღებული წყალი. მიღებული სითხე მთელი ღამის განმავლობაში თავდახურულ მდგომარეობაში გააჩერეთ.

მოხმარების წესი:

საკვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 50მლ. გრ. დაფნის წვენი (არ
გადააჭარბოთ!) 2 კვირის განმავლობაში. როგორც კი შეატყობთ, რომ წამალი გიმთავრდებათ, კვლავ მოამზადეთ, მკურნალობის არც ერთი დღე არ გამოტოვოთ.

გაფრთხილება:

თუ მითითებას არ გაითვალისწინებთ მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება. დაფნის ფოთლის წვენს დაახმარეთ კვების ჯანსაღი რეჟიმიც. მიირთვით მოხარშული საკვები და რძის პროდუქტი. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ მჟავე, მწარე და გადამლაშებული კერძები.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლილი
დაფნის ფოთოლი ნედლი უნდა იყოს თუ ხმელი?????????
19:37 / 26-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS