18 იანვარი, 2016
ექიმი გირჩევთ: სველი წინდებით დაიძინოთ. რატომ?
აცივდა და ვირუსების სეზონიც გაიხსნა. ალბათ დამეთანხმებით, რომ სასუნთქი სისტემის დაავადებები დიდ დისკომფორტს გიქმნით. ხველა, სურდო და ნახველი მუშაობასა და სხვა აქტივობებში ხელს გიშლით. გთავაზობთ გაციებისა და ვირუსის სიმპტომების დამარცხების რეალურ ხერხებს:

1. მარილიანი წყლით ცხვირი გამოირეცხეთ

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ცხვირში გაჭედილი ხართ მარილიანი წყალი სუნთქვის საშუალებას დაგიბრუნებთ. ¼ ჩ.კ მარილი და იგივე რაოდენობის სოდა გააზავეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში. ცალ ნესტოზე ხელი მიიბჯინეთ, მეორე კი გამოირეცხეთ. პროცედურის პერიოდში ისუნთქეთ პირით. სურდოს დროს მარილიანი
წყლით ცხვირის გამორეცხვა რეკომენდირებულია დღეში 3 - ჯერ.

2. სავლები

თქვენ ალბათ იცით, რომ სოდიან წყალს ყელის არეში ტკივილის გაქრობა შეუძლია, მაგრამ გსმენიათ თუ არა იმის შესახებ, რომ ამ სახის სავლები პრევენციისთვისაც გამოიყენება?! კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ყელში სოდიან წყალს ივლებენ, იშვათად ავადდებიან ანგინით ან ვირუსებით.

3. ცხელი სასმელი

ძილის წინ დალიეთ ცხელი ჩაი, ის გაგითავისუფლებთ ცხვირს, მოგიხსნით გაციების სიმპტომებს, დაგეუფლებათ კომფორტის გრძნობა. ჩაი წამალივით იმოქმედებს გაციებისას თუ მასში დაუმატებთ ერთ ჩ.კ. თაფლსა და რამდენიმე წვეთ ალკოჰოლს.

4. სველი წინდები

სველი წინდები ტემპერატურის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და გააქრობს სურდოს. ვინაიდან ის სისხლის მიმოქცევის აჩქარებას იწვევს, ოგრანიზმი ვირუსისადმი/გაციებისადმი ანტისხეულებს ადვილად გამოიმუშავებს.

ძილის წინ ფეხები ცხელ წყალში ჩააწყვეთ, შემდეგ წინდები ცივ წყალში ამოავლეთ და მშრალ ფეხზე ჩამოიცვით. დამატებით შეგიძლიათ, მშრალი შალის წინდებიც ჩაიცვათ. 

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS