18 იანვარი, 2016
როგორ გავაუმჯობესოთ ლიმფური სისტემის მუშაობა: 5 გზა
ლიმფური სისტემა შედგება ძარღვებისგან და ლიმფისგან, რომელიც გამუდმებით მიედინება ორგანოებიდან ვენებში და ორგანიზმში სითხის ბალანსს განაპირობებს. ლიმფა თითქმის უფერული სითხეა. ლიმფის ფუნქციებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ იგი ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების გზაც არის. სტატიაში გთავაზობთ ლიმფური სისტების გაუმჯობესების 5 გზას:

1. ალტერნატიული თერაპიები

ლიმფოდრენაჟი - სახის და ტანის რბილ ქსოვილებზე სპეციალური მეთოდებით ზემოქმედება და მათგან ზედმეტი სითხის გამოდევნა. ლიმფოდრენაჟის მეშვეობით უმჯობესდება ნივთიერებათაშორის ცვლა.

საუნა - ასუფთავებს ლიმფურ სისტემას. ორგანიზმიდან ტოქსინებსაც გამოდევნის.

2. ფიზიკური დატვირთვა

რეგულარული ვარჯიში,
სპორტი და ცეკვა ასტაბილურებს ლიმფური სისტემის მუშაობას. ლიმფური ნაკადის სწორად გადანაწილებისთვის საჭიროა კუნთებმა აქტიურად იმუშაოს.

3. კვება

სწორად კვების შემთხვევაში ორგანიზმში ნაკლები მავნე ნივთიერება დაგროვდება. ეცადეთ მიეძალოთ ორგანულ პროდუქტებს. ამგვარად თავიდან აიცილებთ მავნე ქიმიური ელემენტების ორგანიზმში მოხვედრას.

ექიმები გირჩევენ მიირთვათ:

ა. ხილი, განსაკუთრებით გოგრა - ის ორგანიზმის არაჩვეულებრივი გამწმენდია. ლიმფურ სისტემას მუშაობას უადვილებს.

ბ. ბოსტნეული, უმეტესწილად მწვანე სალათის ფურცლები - მასში შემავალი ქლოროფილი ეფექტურად გამოდევნის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებს ორგანიზმიდან.

გ. მიწისთხილი

ექიმები გირჩევენ მოერიდოთ:

ა. შაქარს

ბ. ზედმეტად ცხიმიან საკვებს
გ. კონსერვებს

4. ღრმად ისუნთქეთ და დალიეთ წყალი

ლიმფური სისტემისთვის ღრმად სუნთქვა ვარჯიშია. როგორც პრესის ვარჯიშებს მოჰყავს თქვენი მუცელი ტონუსში, ასევე მოქმედებს სწორად სუნთქვაც. ლიმფურ სისტემას ნორმალური ფუნქციონირებისთვის სითხე სჭირდება. თუ თქვენ საჭირო რაოდენობის წყალს არ სვამთ, დეჰიდრატაცია დაგემართებათ, რაც მოშლის თქვენს ლიმფურ სისტემას.

5. თავისუფალი ტანსაცმელი

მჭიდრო სამოსი ლიმფის მიმოქცევას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ ხშრად ატარეთ თავისუფალი სამოსი.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS