18 იანვარი, 2016
სხეულის 4 ჯადოსნური წერტილი, რომლის დამასაჟებაც დაკლებაში დაგეხმარებათ
რას არ ვაკეთებთ ფიგურის შესანარჩუნებლად ან წონაში დასაკლებად? საკუთარ თავს აკრძალვებს ვუწესებთ, ვცდილობთ, საღამოს აღარ ვჭამოთ, უარს ვამბობთ პურზე და ტკბილეულზე, ვფიტავთ სხეულს დიეტებით. საჭირო არ არის თავი დაიტანჯოთ. თუ სტატიაში მოცემულ სხეულის 4 ნაწილს დაამასაჟებთ, წონის კონტროლს მოახერხებთ:

1. წერტილი ცხვირსა და ტუჩს შორის
original (1)
ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის თითი დაიდეთ და დაიზილეთ. ეს თქვენს მადას დააქვეითებს. საკვებს მხოლოდ საჭირო დოზით მიიღებთ და კალორიებსაც არ გადააჭარბებთ. ეს ხრიკი მოგიხსნით სტრესსაც.

2. წერტილი ყურის ბიბილოზე
original (2)
ყურზე 200
ბიოლოგიურად აქტიური წერტილია. ყურის ბიბილოს სტიმულირება ყველა ორგანოს ფუნქციონირებას აუმჯობესებს, მათ შორის კუჭის. საკვების მიღების შემდეგ ყურის ბიბილოები დაიზილეთ, ეს საკვების მონელებაში დაგეხმარებათ.

3. წერტილი მუხლის ქვეშ
original (4)
წონის კონტროლში ფეხებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მუხლის ქვეშ დაიდეთ მტევანი და ნეკა თითთან მიაბჯინეთ მეორე ხელი, რომლითაც მოცემულ ადგილს დაიმასაჟებთ. ამ წერტილს ,,დიდხანს სიცოცხლის წყროს" უწოდებენ. თუ რეგულარულად დაიზელთ ფეხებს, დღეში 500გრ.-ს გამოემშვიდობებით.

4. წერტილი კოჭის ზემოთ
original (5)
შიდა კოჭს 5სმ-ით ასცდით და ადგილი წრიულად დაიმასაჟეთ. ამით არა მხოლოდ წონაში დაიკლებთ, არამედ ხელ-ფეხის კანკალსაც უშველით. არ გადააჭარბოთ ერთ წუთს. წინააღმდეგ შემთხვევაში აგტკივდებათ თავი ან დაგეუფლებათ უსიამოვნო შეგრძნებები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS